ზუგდიდში ფეხბურთელებმა და გულშემატკივრებმა აქცია გამართეს (ვიდეო)
11:46 / 04.11.2016
საფეხბურთო კლუბ "ზუგდიდის" გულშემატკივრებმა,
კლუბის ადმინისტრაციასთან და ფეხბურთელებთან ერთად,
ქალაქის მერიის შენობის წინ აქცია
გამართეს.
მათ ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილება გააპროტესტეს, რომლის
თანახმად კლუბი საშინაო შეხვედრებს ზედაეწერის
სტადიონზე ვერ გამართავს.
გულშემატკივრები ეჭვობენ, რომ ეს მიზანმიმართულად ხდება, რათა კლუბი
უმაღლესი ლიგიდან გავარდეს.
საპროტესტო აქციის მონაწილეები, აღნიშნულ სტადიონზე თამაშის უფლებას
ითხოვენ და აცხადებენ, რომ სტადიონი ნორმალურ მდგომარებაშია და იქ
თამაში შესაძლებელია.
მერიასთან აქციის დასრულების შემდეგ ისინი,
ჟურნალისტებთან ერთად, ზედაეწერში,
სტადიონის დასათვალიერებლად წავიდნენ.
ცნობისთვის, გუშინ, 3 ნოემბერს კლუბ "ზუგდიდის" ადმინისტრაციამ
ფეხბურთის ფედერაციისგან წერილი მიიღო, სადაც ნათქვამია, რომ
ზედაეწერის სტადიონი უმაღლესი ლიგის მოთხოვნებს არ შეესაბამება და იქ
ოფიციალური თამაშები აღარ უნდა გაიმართოს.
ზუგდიდში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სამოსისა და ფეხსაცმლის მაღაზია „Sense“ გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხსა და ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს.
ზუგდიდში ბავშვებისთვის განსაკუთრებული სივრცე „Happy Peppi” გაიხსნა. ახალ გასართობ ცენტრში პატარებს ზღაპრული სამყაროს გმირები, ფერადი ატრაქციონები და მრავალფეროვანი აქტივობები ელოდებათ.
დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ ძველი სამეგრელოს ერთ-ერთ გამორჩეულ მითოლოგიურ პერსონაჟზე - გუნიაზე, რომელიც ხალხური რწმენით ახალშობილთა მფარველ სულად მიიჩნეოდა.
დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ აშუბების საგვარეულო სალოცავზე - აბაანიხაზე, რომელიც თანამედროვე აფხაზეთში ერთ-ერთ მნიშვნელოვან რელიგიურ-კულტურულ ძეგლად მიიჩნევა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები