ჩხოროწყუში სახალხო ზეიმი „ჩხოროწყუობა“ გაიმართა (ვიდეო)
16:34 / 05.11.2016
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ცამეტივე სოფელს
საკუთარი კუთხე
ჰქონდა მოწყობილი, გამოფენილი იყო რეწვის და ხელნაკეთი ნივთები. დაბის
ცენტრში გაშლილ ფაცხებში მეგრული კერძები მომზადდა და გაიმართა
სპორტულ-კულტურული ღონისძიებები,ასევე მოეწყო ჩოხოსანთა მსვლელობა.
ჩხოროწყუს გამგებელმა დავით გოგუამ
ადგილობრივებს დღევანდელი დღე მიულოცა და ღონისძიების დაწყებამდე
საპატიო ჩხოროწყუელები გამოავლინა.
„რაც დრო გადის,მით უფრო ლამაზდება ეს სანახაობა. დავაჯილდოვეთ ის
ღვაწმოსილი ადამიანები, რომლებიც იმსახურებენ საპატიო
ჩხოროწყუელობას“.
საპატიო ჩხოროწყუელის ტიტული რვა ადამიანს
მიენიჭა, მათ შორის საქართველოს თავდაცვის მინისტრს ლევან
იზორიას, ასევე შრომის ვეტერანსა და ექიმს, ნოდარ
ჩოკორაიას, ომისა და შრომის ვეტერანს ბონდო აბაშიძეს,ანსამბლ
„ჩხოროწყუს“ სოლისტს და მოცეკვავეს ვალერი სიჭინავას, ჩხოროწყუს #2
სკოლის დირექტორს ლიანა ზერაგიას, შრომის ვეტერანს ბაკურ გულუას,
ქირურგს- კოტე გობეჩიას, დასუფთავებისა და კეთილმოწყობის მუშას იაშა
ჯალაღონიას.
ღონისძიებას სტუმრები სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდანაც ესწრებოდნენ.
ზუგდიდში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სამოსისა და ფეხსაცმლის მაღაზია „Sense“ გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხსა და ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს.
ზუგდიდში ბავშვებისთვის განსაკუთრებული სივრცე „Happy Peppi” გაიხსნა. ახალ გასართობ ცენტრში პატარებს ზღაპრული სამყაროს გმირები, ფერადი ატრაქციონები და მრავალფეროვანი აქტივობები ელოდებათ.
დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ ძველი სამეგრელოს ერთ-ერთ გამორჩეულ მითოლოგიურ პერსონაჟზე - გუნიაზე, რომელიც ხალხური რწმენით ახალშობილთა მფარველ სულად მიიჩნეოდა.
დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ აშუბების საგვარეულო სალოცავზე - აბაანიხაზე, რომელიც თანამედროვე აფხაზეთში ერთ-ერთ მნიშვნელოვან რელიგიურ-კულტურულ ძეგლად მიიჩნევა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები