ზუგდიდში ავტოსაგზაო შემთხვევა სავარაუდოდ ხიდზე არსებულმა ორმომ გამოიწვია (ვიდეო)
17:12 / 10.11.2016
სოხუმის ქუჩაზე მდებარე ხიდზე ერთმანეთს სამი მსუბუქი ავტომობილი და
მიკროავტობუსი შეეჯახა.
შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. თვითმხილველები ავარიის გამომწვევ
მიზეზად ხიდზე არსებულ ორმოს ასახელებენ.
ამ წუთისთვის სოხუმის ქუჩაზე მოძრაობა შეზღუდულია. ადგილზე
მობილიზებული არიან სამართალდამცავები. ქალაქ ზუგდიდის მერიაში
აცხადებენ, რომ აღნიშნული გზა საერთაშორისო მნიშვნელობისაა და მასზე
პასუხისმგებელი საავტომობილო გზების დეპარტამენტია.
თავის მხრივ საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, რომ გზის
საფარი დიდმა სატვირთო ავტომანქანამ დააზიანა და მისი შეკეთება
უახლოეს მომავალში მოხდება.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის წინ მოქალაქეებმა, აქტივისტებთან და ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად, ე.წ უცხოელი აგენტების კანონის პარლამენტში პირველი მოსმენით მიღება გააპროტესტეს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები