რეგიონი
სამეგრელოს გუბერნატორი მიმართვას ავრცელებს
სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის გუბერნატორი ლევან შონია ქუთაისში, მე-9 მოწვევის პარლამენტის შეკრებას ეხმიანება. რადიო"ათინათი" გუბერნატორის მიმართვას უცვლელად გთავაზობთ:

"მეცხრე მოწვევის პარლამენტი დღეს პირველად შეიკრიბა. ეს პარლამენტი ისტორიაში ნამდვილად შევა, როგორც ერთ-ერთი ყველაზე დემოკრატიულად არჩეული. ვულოცავ თითოეულ დეპუტატს და წარმატებებს ვუსურვებ. განსაკუთრებით მახარებს, რომ ამ მოწვევის პარლამენტში სამეგრელოდან შვიდივე მაჟორიტარი დეპუტატი „ქართული ოცნების“ წარმომადგენელია. მათ ძალიან ბევრი საქმე აქვთ გასაკეთებელი ჩვენი რეგიონისთვის, მინდა წარმატებები ვუსურვო თითოეულ მათგანს.

განსაკუთრებულ მადლობას კი ამომრჩეველს ვეუბნები, იმ დიდი ნდობისთვის და მხარდაჭერისთვის რაც ჩვენი რეგიონის მოსახლეობამ გამოგვიცხადა. ჩვენმა მოქალაქეებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ ისინი უარს ეუბნებიან ძალადობას, ტერორს, ადამიანის უფლებების უგულებელყოფას. მადლობა მათ განსაკუთრებული სიმტკიცის და გამძლეობისთვის. სამეგრელომ ამ არჩევნებზე საბოლოოდ დაამტკიცა, რომ ის თავისუფლების, სწრაფი განვითარების, კეთილდღეობის, უკეთესი მომავლის და წინსვლის მოსურნეა. ჩვენ ერთად ვიზრუნებთ ჩვენს რეგიონზე, ჩვენთვის უმთავრესია თითეული მოქალაქე, მისი უფლებები, საჭიროების გათვალისწინება და პრობლემის გადაჭრა. კიდევ ერთხელ ვუხდი თითოეულ მოქალაქეს ამ დიდი ნდობისთვის მადლობას.

მე ღრმად მწამს რომ ჩვენი მაჟორიტარები ქვეყნის მთავარ საკანონმდებლო ორგანოში - მერაბ ქვარაია ქალაქ ზუგდიდიდან, ედიშერ თოლორაია ზუგდიდის მუნიციპალიტეტიდან, ირაკლი (დაჩი) ბერაია ხობიდან, ირაკლი ბერაია სენაკიდან, ოთარ დანელია მარტვილი-აბაშიდან, ირაკლი ხახუბია ფოთიდან, გოგა გულორდავა წალენჯიხა-ჩხოროწყუდან ყველაფერს გააკეთებენ მოქალაქეების ინტერესების გასატარებლად. მოგიწოდებთ თითოეულ მოქალაქეს, მიმართეთ მათ ბიუროებს, მოგვმართეთ ჩვენ ინიციატივებზე, პრობლემებზე, საჭიროებებზე. მოქალაქე და მისი უფლებები ჩვენი მთავრობისთვის ყველაზე წინ დგას და ეს მონაპოვარი ქართველ ხალხს ეკუთვნის.

წინ მნიშვნელოვანი და სასიკეთოდ გარდამტეხი 4 წელი გველოდება. კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას, განსაკუთრებით კი ჩვენი რეგიონის მოსახლეობას, დიდი ნდობისა და მხარდაჭერის გამოცხადებისთვის",- ნათქვამია განცხადებაში.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
კარგი იდეა წარმატებული ბიზნესის დასაწყისია, მაგრამ მხოლოდ იდეა საკმარისი არ არის.
სექციური დივანი ხშირად მისაღები ოთახის მთავარი აქცენტია.
იმუნოლოგიური კვლევები გამოიყენება იმუნური სისტემის მუშაობის შესაფასებლად.
სტატია
დღის სიახლეები
05 / მარტი 2026
მეგრელთა კულტურაში ვარსკვლავთაღრიცხვის ცოდნა და რიტუალები მნიშვნელოვან ადგილს იკავებდა.
26 / თებერვალი 2026
დღევანდელ გადაცემაში საუბარია მეგრული ჭაობის ყველაზე ბნელ და მისტიკურ საიდუმლოზე.
26 / თებერვალი 2026
დღევანდელ გადაცემაში საუბარია მეგრული ჭაობის ყველაზე ბნელ და მისტიკურ საიდუმლოზე.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მარტი 2026 »»
232425262728 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.