აშშ არ აღიარებს რუსეთსა და აფხაზეთს შორის
ჯარების გაერთიანებული დაჯგუფების შექმნის შესახებ შეთანხმების
ლეგიტიმურობას.
ამის შესახებ ნათქვამია სახელმწიფო
დეპარტამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ
განცხადებაში.
"აშშ ეწინააღმდეგება რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს
სეპარატისტული რეგიონის აფხაზეთის დეფაქტო ლიდერებთან ერთიანი
სამხედრო ძალის შესახებ შეთანხმების რატიფიცირებას. ჩვენ არ ვაღიარებთ
ე.წ. “შეთანხმების” ლეგიტიმურობას, რომელიც არ
წარმოადგენს მოქმედ საერთაშორისო შეთანხმებას".
სახელმწიფო დეპარატამენტი აღნიშნავს, რომ აშშ განაგრძობს საქართველოს
ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას. უწყება რუსეთს ცეცხლის შეწყვეტის
შესახებ 2008 წლის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისკენ
მოუწოდებს.
დღეს, როცა დრო ყველაზე ძვირფასი რესურსია, სამზარეულოშიც ისეთ ტექნიკას ვეძებთ, რომელიც ცხოვრებას გაგვიმარტივებს. სწორედ ამიტომ გახდა აეროგრილი ყოველდღიური სამზარეულოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მოწყობილობა.
28-29 ნოემბერს თბილისში, გამოფენების ცენტრ "ექსპოჯორჯია"-ში სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამამუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების 23-ე საერთაშორისო გამოფენა – Agro/Food/Drink/Tech/Expo 2025 გაიმართება.
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები