რეგიონი
აფხაზური ოპოზიცია სოჭში ასლან ბჟანიას დაკავების შესახებ იუწყება
აფხაზეთის ოპოზიციური პარტია „ამცახარას“ ცნობით ოპოზიციური ძალების ბლოკის ერთ-ერთი ლიდერი ასლან ბჟანია, რომელიც სოხუმში ბრუნდებოდა, სოჭში დაპატიმრეს.

პარტიის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ბჟანია ე.წ. რუსეთ-აფხაზეთის საზღვარზე საპასპორტო კოტროლის დროს დააკავეს.

პარტიის მტკიცებით, რუსეთის სამართალდამცავი ორგანოები ჯერ კიდევ მანამდე ეძებდნენ გამოგონილ საბაბს მის დასაკავებლად. „ამცახარაში“ მიაჩნიათ, რომ ამ დაკავების უკან დე ფაქტო ხელისუფლება დგას.

რუს სამართალდამცველებს ბჟანიას დაკავების შესახებ კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.

ასლან ბჟანია ადრე აფხაზეთის უშიშროების სამსახურს ხელმძღვანელობდა. 2014 წელს კენჭს იყრიდა ე.წ. პრეზიდენტის პოსტზე. თუმცა, რაულ ხაჯიმბას გამარჯვების შემდეგ ოპოზიციურ ბლოკში გაერთიანდა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
დღეს, როცა დრო ყველაზე ძვირფასი რესურსია, სამზარეულოშიც ისეთ ტექნიკას ვეძებთ, რომელიც ცხოვრებას გაგვიმარტივებს. სწორედ ამიტომ გახდა აეროგრილი ყოველდღიური სამზარეულოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მოწყობილობა.
28-29 ნოემბერს თბილისში, გამოფენების ცენტრ "ექსპოჯორჯია"-ში სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამამუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების 23-ე საერთაშორისო გამოფენა – Agro/Food/Drink/Tech/Expo 2025 გაიმართება.
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;

სტატია
დღის სიახლეები
29 / იანვარი 2026
დღევანდელ გადაცემაში საუბარია აფხაზეთში დაცულ უნიკალურ საახალწლო რიტუალზე ხიჩხუამაზე, იგივე ხეჩხუამაზე.
22 / იანვარი 2026
19 იანვარს მართლმადიდებელი ქრისტიანები აღნიშნავენ ნათლისღებას .
15 / იანვარი 2026
ძველ საქართველოში ახალი წელი სხვადასხვა ეპოქაში წლის სხვადასხვა დროს აღინიშნებოდა, თუმცა საბოლოოდ იანვარში დამკვიდრდა.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« თებერვალი 2026 »»
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 1
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.