რეგიონი
ენგურჰესის ინფრასტრუქტურის მოწყობის პროექტის პრეზენტაცია გაიმართა
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში ენგურჰესის თაღოვანი კაშხლის მიმდებარედ ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების სტრატეგიული გეგმის პრეზენტაცია გაიმართა.

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ცნობით, პრეზენტაცია ესტონეთის კულტურის სამინისტროს მიერ რეკომენდებულმა წამყვანმა ექსპერტებმა წარმოადგინეს. ღონისძიებას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ნიკოლოზ ანთიძე და სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული - გუბერნატორი ლევან შონია დაესწრნენ.

აღნიშნული სტრატეგიული გეგმა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ ენერგეტიკის სამინისტროსთან და შპს ენგურჰესის დირექტორთა საბჭოსთან, ასევე, ესტონეთის რესპუბლიკის კულტურის სამინისტროსთან თანამშრომლობის შედეგად მომზადდა.

წარმოდგენილი პრეზენტაციის მიხედვით, ენგურჰესის კაშხლის ინფრასტრუქტურა მოიცავს გადასახედ მოედნებს, საბაგირო გზას, სამეცნიერო და აღმოჩენათა ცენტრს, ღია საკონცერტო სივრცესა და მსოფლიოში არსებულ ყველაზე მაღალ ლიფტს კაშხალზე; განვითარების კონცეფცია, ასევე, განიხილავს კაშხლის გამოყენებას სხვადასხვა საინსტალაციო-წარმოსახვითი ღონისძიებისთვის. პროექტი ხორციელდება სვანეთისკენ მიმავალ გზაზე, რომელიც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტურისტული ტრასაა. ამ მიზნით შემუშავდება ტურისტული მარშუტები ენგურჰესის თაღოვან კაშხალზე.

სტრატეგიული გეგმა მიზნად ისახავს არა მხოლოდ ენგურჰესის თაღოვანი კაშხლის მიმდებარე ტერიტორიის, არამედ რეგიონის ინფრასტუქტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობას. პროექტი ათწლიანია და მისი განხორციელება 2017 წლიდან დაიწყება.

ენგურჰესის თაღოვან კაშხალს ინდუსტრიული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი 2015 წელს მიენიჭა, რაც ქვეყნის ინდუსტრიული მემკვიდრეობის განვითარების, მისი მნიშვნელობის გააზრებისა და ამ მიმართულებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით გადაგმული უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
პატარა ბინის მფლობელებისთვის ზაფხულის პერიოდი განსაკუთრებულ გამოწვევებთან არის დაკავშირებული.
სლოვაკეთი ხშირად ევროპის ნაკლებად ცნობილი, თუმცა მეტად შთამბეჭდავი ქვეყანაა. 2026 წელს ის ქართველი მოგზაურებისთვის სულ უფრო პოპულარული ხდება.
კარგი იდეა წარმატებული ბიზნესის დასაწყისია, მაგრამ მხოლოდ იდეა საკმარისი არ არის.
სტატია
დღის სიახლეები
19 / ივნისი 2026
სამეგრელოს ეთნო-სარიტუალო ტრადიციებში განსაკუთრებული ადგილი ეკავა ივნისის ლოცვას - ხვამაივანობას, რომელსაც მოსახლეობა უხვი მოსავლისა და საქონლის დაცვა-დალოცვის მიზნით აღავლენდა.
17 / ივნისი 2026
პატარა ბინის მფლობელებისთვის ზაფხულის პერიოდი განსაკუთრებულ გამოწვევებთან არის დაკავშირებული.
11 / ივნისი 2026
„საბედიანო“ - ასე ეწოდებოდა ისტორიულ-გეოგრაფიულ სივრცეს, რომელიც შუა საუკუნეებში დასავლეთ საქართველოს დიდ ნაწილს აერთიანებდა.
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივნისი 2026 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.