რეგიონი
"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" შენიშვნები ზუგდიდის ბიუჯეტთან დაკავშირებით (ვიდეო)
"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" დოკუმენტი გამოქვეყნა, რომელშიც ქალაქ ზუგდიდის 2017 ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით რეკომენდაციები და შენიშვნებია ჩამოწერილი.

ორგანიზაციის ზუგდიდის წარმომადგენლობის კოორდინატორის არჩილ თოდუას თქმით, ბიუჯეტის პროგრამული ნაწილი მოითხოვს მეტ კონკრეტიკას. თითოეული პროგრამის მოსალოდნელი შედეგები ბუნდოვანი და ზოგადია.

"მიგვაჩნია, რომ ბიუჯეტის პრიორიტეტების შერჩევამდე მუნიციპალიტეტმა უნდა გამართოს შეხვედრები მოსახლეობასთან, რათა აღნიშნული დოკუმენტი მოქალაქეთა ყველა ჯგუფის ინტერესებს მაქსიმალურად ითვალისწინებდეს. მოსახლეობასთან შეხვედრები უნდა გაიმართოს იმდაგავარად, რომ თვითმმართველი ერთეულის ყველა დასახლებული პუნქტი იყოს მოცული, შესაბამისი შეხვედრების ოქმები კი უნდა იყოს საჯარო და ხელმისაწვდომი ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის", - აღნიშნულია განცხადებაში.

აქვე აღნიშნულია სხვადასხვა პრობლემური საკითხი, მათ შორის, საფეხბურთო კლუბ ზუგდიდის „ზუგდიდის“ დაფინანსება. "არ მიგვაჩნია მიზაშეწონილად კლუბის დაფინანსების შესახებ საუბარი, მანამ სანამ პასუხი არ გაეცემა კითხვებს, რაც კლუბის გარშემო არსებობს", - განაცხადა თოდუამ.

ამასთან, შენიშვნები და რეკომენდაციები ეხება ისეთ თემებს, როგორიცაა კულტურული ღონისძიებები, სოციალური პროგრამები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დახმარების ქვეპროგრმა, ივერიის ღვთისმშობლის ტაძრის მშენებლობა, სკოლამდელი აღზრდის ხელშეწყობის პროგრამა, მუნიციპალური ტრანსპორტი.

ორგანიზაციამ ზუგდიდის მერიას დოკუმენტი უკვე გადასცა.

ვფიქრობთ, რომ ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესები,უპირველეს ყოვლისა, არსებული სოციალური და ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარებაა... ბიუჯეტი მუნიციპალიტეტის წინაშე მდგარი ყველაზე მწვავე გამოწვევების გათვალისწინებისა და პროპორციულობის პრინციპის დაცვით უნდა შედგეს", - ნათქვამია დოკუმენტში.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
კარგი იდეა წარმატებული ბიზნესის დასაწყისია, მაგრამ მხოლოდ იდეა საკმარისი არ არის.
სექციური დივანი ხშირად მისაღები ოთახის მთავარი აქცენტია.
იმუნოლოგიური კვლევები გამოიყენება იმუნური სისტემის მუშაობის შესაფასებლად.
სტატია
დღის სიახლეები
19 / მარტი 2026
დღევანდელ გადაცემაში საუბარია ძველი მეგრელების უძველეს რწმენაზე — ქარის ძალაზე.
12 / მარტი 2026
დღევანდელ გადაცემაში საუბარია კოლხური სამყაროს ასტრალურ ღვთაებებზე — მზეზე, მთვარეზე, ცასა და ვარსკვლავებზე.
05 / მარტი 2026
მეგრელთა კულტურაში ვარსკვლავთაღრიცხვის ცოდნა და რიტუალები მნიშვნელოვან ადგილს იკავებდა.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მარტი 2026 »»
232425262728 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.