რეგიონი
ზუგდიდში დეკრიმინალიზაციის მოთხოვნით აქცია გაიმართა (ვიდეო)
ქალაქის მერიასთან "თანასწორობის მოძრაობის" ზუგდიდის ოფისმა აქცია გამართა. ამით ორგანიზაციის წევრები შეუერთდნენ "თეთრი ხმაურის მოძრაობის" აქციას, რომლის მიზანი ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების დეკრიმინალიზაციაა.

მონაწილეების მთავარი მოთხოვნაა, ხელისუფლებამ ქმედითი ნაბიჯები გადადგას ამ მიმართულებით და მას დროს ახალ წლამდე აძლევენ, რათა ნარკოპოლიტიკა შეამსუბუქოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი აგრესიულ აქციებს აანონსებენ.

"ეს არის ბოლო მშვიდობიანი აქცია. ხელისუფლებას ჰქონდა ყველა პირობა და საკმარისი დრო ჰქონდა იმისთვის, რომ სწორი ნაბიჯები გადაედგა, მაგრამ ტერორი გრძელდება", - აღნიშნა "თანასწორობის მოძრაობის" ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელმა ემზარ კვარაცხელიამ.

აქციის მონაწილეების თქმით, ნარკოტიკების მოხმარების გამო დაპატიმრება გამოსავალი არ არის და ალტერნატივას სარეაბილიტაციო ცენტრებში ხედავენ.


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სამოსისა და ფეხსაცმლის მაღაზია „Sense“ გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხსა და ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს.
ზუგდიდში ბავშვებისთვის განსაკუთრებული სივრცე „Happy Peppi” გაიხსნა. ახალ გასართობ ცენტრში პატარებს ზღაპრული სამყაროს გმირები, ფერადი ატრაქციონები და მრავალფეროვანი აქტივობები ელოდებათ.
ბიოლოგიური პროდუქტების მწარმოებელმა კომპანია Atens-მა ჩვენი მოწვევით დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ფერმერებისთვის 3 ტრენინგი გამართა.
სტატია
დღის სიახლეები
ოდაბადეშ კინოხონი
17 / ივლისი 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივლისი 2026 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.