დრესკოდი ზუგდიდის გამგეობაში და მოსახლეობის აზრი (ვიდეო)
15:18 / 15.12.2016
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობაში თანამშრომლებს
დრესკოდი დაუწესეს. შესაბამის დოკუმენტს ხელს
გამგებელი ლაშა გოგია აწერს.
ბრძანების თანახმად, თითოეული თანამშრომელი უნდა "მიმართავდეს
ჩაცმულობის საქმიან სტილს, ჰქონდეს მოწესრიგებული იერსახე და ატაროს
საქმიანი გარემოსათვის შესაფერისი სამოსი, დაუშვებელია სამუშაოზე
გამოცხადდეს სპორტული სტილის ტანსაცმლითა და ფეხსაცმლით, ტანზე
მომდგარი შარვლით, კაბითა თუ ქვედაბოლოთი, ღრმა დეკოლტირებული და
გამჭვირვალე პერანგით, წვრილი ზონარის მქონე ტანსაცმლით".
მათ "მკვეთრი" მაკიაჟისა და "არასტანდარტული" ვარცხნილობის გაკეთებაც
ეკრძალებათ.
როგორც გამგებლის მოადგილე მამუკა წოწერია რადიო
"ათინათთან" აცხადებს, რეგულაციები არსებობდა, თუმცა,
მოხდა კონკრეტიზირება, ამით კი თანამშრომელთა უფლებები არ
ილახება.
"საკუთარი ჩაცმულობით არ უნდა არღვევდნენ იმ პირთა უფლებებს, ვინც
გამგეობაში გარკვეული სერვისის მისაღებად მოდის. ჩვენ ვცდილობთ ამ
დრსკოდის შემოღებით მოსახლეობის ინტერესები დავიცვათ", - აღნიშნა
წოწერიამ.
მისივე განმარტებით, შესაძლოა, იმ თანამშრომლებისთვის, ვინც გამგეობის
გარეთ ხვდება საზოგადოებას, ცნობადობის ასამაღლებლად სპეციალური
ფორმები დაწესდეს.
რაც შეეხება საზოგადოებას, ნაწილი მიესალმება გამგებლის ახალ
ბრძანებას, ნაწილისთვის კი მიუღებელია თანამშრომლებისთვის მსგავსი
რეგულაციების დაწესება.
ზუგდიდში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სამოსისა და ფეხსაცმლის მაღაზია „Sense“ გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხსა და ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს.
ზუგდიდში ბავშვებისთვის განსაკუთრებული სივრცე „Happy Peppi” გაიხსნა. ახალ გასართობ ცენტრში პატარებს ზღაპრული სამყაროს გმირები, ფერადი ატრაქციონები და მრავალფეროვანი აქტივობები ელოდებათ.
დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ ძველი სამეგრელოს ერთ-ერთ გამორჩეულ მითოლოგიურ პერსონაჟზე - გუნიაზე, რომელიც ხალხური რწმენით ახალშობილთა მფარველ სულად მიიჩნეოდა.
დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ აშუბების საგვარეულო სალოცავზე - აბაანიხაზე, რომელიც თანამედროვე აფხაზეთში ერთ-ერთ მნიშვნელოვან რელიგიურ-კულტურულ ძეგლად მიიჩნევა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები