ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამსახურებში რეორგანიზაცია
დაიწყო. შესაბამისი განცხადება საკრებულოს დღევანდელ სხომაზე
გამგებელმა ლაშა გოგიამ გააკეთა. გამგებლის
ინფორმაციით, ცვლილება თითქმის ყველა სამსახურს შეეხება. შესაბამისად,
დაგეგმილია სამსახურების სახელწოდებების შეცვლა. აღნიშნული საკითხი
საკრებულომ ერთხმად დაამტკიცა.
ცვლილებების შედეგად, ზოგიერთი სამსახური გაერთიანდება, ზოგი გაიყოფა,
ხოლო ერთი - სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახური გაუქმდება. ამ
უკანასკნელის ნაცვლად შეიქმნება შპს "აგროსერვისი", რომელშიც ორი შპს
"სატყეო მეურნეობა" და "ზედაეწერის აგრარულ–ტექნოლოგიური კოლეჯი"
გაერთიანდება.
გოგიას განცხადებით, რეორგანიზაციის შედეგად ადმინისტრაციული ხარჯები
და საშტატო ნუსხა არ გაიზრდება.
"ახალი შპს-ს მიზანი სოფლის მეურნეობის პროგრამებზე ზრუნვა
იქნება. ამ შპს ექნება ქონება, ზედაეწერის კოლეჯისა და
გარკვეული მიწის ნაკვეთების სახით. უამრავი პროექტი განხორციელდება ამ
მიმართულებით. რაც შეეხებარეორგანიზაცია, ეს გამოიწვია იმან, რომ
გამგეობის სტუქტურებმა უკეთ იმუშაონ და უფრო კოორდინირებულები იყვნენ
", - თქვა გამგებელმა.
რეორგანიზაცია დაახლოებით, ერთ თვეში უნდა დასრულდეს.
ზუგდიდში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სამოსისა და ფეხსაცმლის მაღაზია „Sense“ გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხსა და ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს.
ზუგდიდში ბავშვებისთვის განსაკუთრებული სივრცე „Happy Peppi” გაიხსნა. ახალ გასართობ ცენტრში პატარებს ზღაპრული სამყაროს გმირები, ფერადი ატრაქციონები და მრავალფეროვანი აქტივობები ელოდებათ.
დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ ძველი სამეგრელოს ერთ-ერთ გამორჩეულ მითოლოგიურ პერსონაჟზე - გუნიაზე, რომელიც ხალხური რწმენით ახალშობილთა მფარველ სულად მიიჩნეოდა.
დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ აშუბების საგვარეულო სალოცავზე - აბაანიხაზე, რომელიც თანამედროვე აფხაზეთში ერთ-ერთ მნიშვნელოვან რელიგიურ-კულტურულ ძეგლად მიიჩნევა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები