რეგიონი
სამეგრელოს გუბერნატორი ტურისტული სააგენტოს წარმომადგენლებს შეხვდა (ვიდეო)
სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული - გუბერნატორი ლევან შონია, GEM fest-ის დამფუძნებელ გიორგი სიგუას USAID-ის პროექტის „ზრდა საქართველოში“ ხელმძღვანელ ბრაიან კინგს, ფერმერთა ასოციაციისა და საქართველოში მოქმედი ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. მხარეებმა რეგიონში ტურიზმის კუთხით მიმდინარე და დაგეგმილი საქმიანობები განიხილეს.

შონიამ აღნიშნა, რომ მსგავსი პროექტების განხორციელება მნიშვნელოვანია რეგიონისთვის, განსაკუთრებით კი, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები მოსახლეობისთვის.

სიგუას განცხადებით, საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერა და ტურისტული კომპანიების დაინტერესება ხელს შეუწყობს ფესტივალის განვითარებას.

„ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო“ - USAID ახორციელებს პროექტს - „ზრდა საქართველოში“, რომელიც ჩართულია ანაკლია-განმუხურის ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებაში და თანამშრომლობს GEM fest-თან. 5 წლიანი პროექტი მიზნად ისახავს რეგიონში კვალიფიციური კადრების გადამზადებას.

GEM fest – 2017 14 ივლისს დაიწყება და 14 აგვისტოს დასრულდება.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
კარგი იდეა წარმატებული ბიზნესის დასაწყისია, მაგრამ მხოლოდ იდეა საკმარისი არ არის.
სექციური დივანი ხშირად მისაღები ოთახის მთავარი აქცენტია.
იმუნოლოგიური კვლევები გამოიყენება იმუნური სისტემის მუშაობის შესაფასებლად.
სტატია
დღის სიახლეები
30 / აპრილი 2026
სამეგრელოში მეთევზეთა მფარველ ღვთაებად მიიჩნეოდა ზებერდე . ზებედობა კი მისი სახელობის გაზაფხულის დღესასწაული იყო, რომელიც თევზაობისა და ნაოსნობის დაწყებამდე იმართებოდა.
23 / აპრილი 2026
დღევანდელ გადაცემაში საუბარია ბრწყინვალე შვიდეულის კვირაზე - მეგრულად „თანაფაზე“ (სავსე აღდგომა), რომელიც მრავალ უძველეს რიტუალსა და ტრადიციას აერთიანებს.
16 / აპრილი 2026
სამეგრელოში აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული "თანაფა" უძველესი ტრადიციებითა და მდიდარი სემანტიკური მნიშვნელობით გამოირჩევა.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
30 / აპრილი 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2026 »»
27282930 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.