რეგიონი
"მშვიდობისა და რეინტეგრაციის რეგიონალურმა ქსელმა" შეხვედრა გამართა (ვიდეო)
ღონისძიება "სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე სამშვიდობო პროცესები - არსებული ვითარება და გამოწვევები" ზუგდიდის რესურს-ცენტრში ჩატარდა და მასში მონაწილეობა სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა მიიღეს. შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში წარიმართა. მონაწილეებმა კონფლიქტის ტრანსფორმაციის მიმართულებით უკვე გადადგმულ ნაბიჯებსა და არსებულ ვითარებაზე იმსჯელეს.

"ყველაზე მეტად ყურადღებას ვამახვილებთ ახალგაზრდებში სამშვიდობო განათლების მნიშვნელობაზე. პროექტში აფხაზებიც არიან ჩართულები. მუდმივად გვაქვს დიალოგი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია", - აღნიშნა "მშვიდობისა და რეინტეგრაციის რეგიონალურმა ქსელის" წარმომადგენელმა როდამ ცომაიამ.

არასამთავრობო ორგანიზაცია ხელმძღვანელის მარინა ფოჩხუას თქმით, ახალგაზრდები ნაკლებად ან საერთოდ არ არიან ინფორმირებულები კონფლიქტის წარმომავლობაზე. მისივე განმარტებით, ნდობის გაღრმავებისთვის აუცილებელია პოლიტიკის შემუშავება და კომპლექსური მიდგომა.

"არის საჭიროება ახალგაზრდების განათლების, ახალი პოტენიცალის მოზიდვის. სამოქალაქო საზოგადოება უნდა იყოს აქტიური, რომ ახალგაზრებს მიეცეთ მოტიცავია იქაურებთან დიალოგის, გამყოფი ხაზის იქეთ მყოფ ადამიანებთან ურთიერთობისთვის".

პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს მშვიდობის მშენებლობასა და ტოლერანტობას სამხრეთ კავკასიაში არაფორმალური განათლების, სამშვილობო ინიციატივების წახალისებისა და სამოქალაქო აქტივობის საშუალებით.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდში ახალი გასტრონომიული სივრცე „სოხუმის ეზო“ გაიხსნა, რომელიც ამავე სახელწოდების სასტუმროს ტერიტორიაზე მდებარეობს.
ზუგდიდში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სამოსისა და ფეხსაცმლის მაღაზია „Sense“ გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხსა და ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს.
ზუგდიდში ბავშვებისთვის განსაკუთრებული სივრცე „Happy Peppi” გაიხსნა. ახალ გასართობ ცენტრში პატარებს ზღაპრული სამყაროს გმირები, ფერადი ატრაქციონები და მრავალფეროვანი აქტივობები ელოდებათ.
სტატია
დღის სიახლეები
04 / აგვისტო 2026
ზუგდიდში ახალი გასტრონომიული სივრცე „სოხუმის ეზო“ გაიხსნა, რომელიც ამავე სახელწოდების სასტუმროს ტერიტორიაზე მდებარეობს.
31 / ივლისი 2026
დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ ძველი სამეგრელოს ერთ-ერთ გამორჩეულ მითოლოგიურ პერსონაჟზე - გუნიაზე, რომელიც ხალხური რწმენით ახალშობილთა მფარველ სულად მიიჩნეოდა.
24 / ივლისი 2026
დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ აშუბების საგვარეულო სალოცავზე - აბაანიხაზე, რომელიც თანამედროვე აფხაზეთში ერთ-ერთ მნიშვნელოვან რელიგიურ-კულტურულ ძეგლად მიიჩნევა.
ოდაბადეშ კინოხონი
31 / ივლისი 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2026 »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31 123456
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.