რეგიონი
სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილედ დავით კოდუა დაინიშნა
სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორ ლევან შონიას ახალი მოადგილე ჰყავს. ამ თანამდებობაზე დავით კოდუა დაინიშნა. კოდუა 2014 წლიდან გუბერნატორის ადმინისტრაციაში რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსი იყო. ის ასევე სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის სერვის ცენტრის შემოსავლების სამსახურის უფროსად მუშაობდა. დღეიდან კი გუბერნატორის ახალი მოადგილე კურატორობას გაუწევს რეგიონში განსახორციელებელ ინფრასტრუქტურულ პროექტებს.

დავით კოდუას განათლება დიდ ბრიტანეთში აქვს მიღებული. ის ბიზნეს ადმინისტრირების მაგისტრია (MBA), დამთავრებული აქვს ლონდონის კომერციის სკოლა (London School of Commerce - Cardiff Metropolitan University). მანამდე, დავით კოდუამ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი დაამთავრა. მას უმაღლესი პროფესიული პროგრამები ბიზნეს ადმინისტრირების კუთხით გავლილი აქვს ბიზნეს სკოლა „ESM”-ში (თავისუფალი უნივერსიტეტი).



Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ბიოლოგიური პროდუქტების მწარმოებელმა კომპანია Atens-მა ჩვენი მოწვევით დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ფერმერებისთვის 3 ტრენინგი გამართა.
პატარა ბინის მფლობელებისთვის ზაფხულის პერიოდი განსაკუთრებულ გამოწვევებთან არის დაკავშირებული.
სლოვაკეთი ხშირად ევროპის ნაკლებად ცნობილი, თუმცა მეტად შთამბეჭდავი ქვეყანაა. 2026 წელს ის ქართველი მოგზაურებისთვის სულ უფრო პოპულარული ხდება.
სტატია
დღის სიახლეები
11 / ივლისი 2026
დღევანდელი გადაცემა ერთ მივიწყებულ, თუმცა მრავალშრიან მეგრულ ტრადიციას -„ალანურობა-მალანურობას“ ეძღვნება.
02 / ივლისი 2026
დღევანდელ გადაცემაში ისტორიული საბედიანოს, ოდიშისა და აფხაზეთის ჰიდრონიმიაზე - მდინარეთა სახელწოდებების ისტორიაზე ვისაუბრებთ.
26 / ივნისი 2026
ბიოლოგიური პროდუქტების მწარმოებელმა კომპანია Atens-მა ჩვენი მოწვევით დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ფერმერებისთვის 3 ტრენინგი გამართა.
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივლისი 2026 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.