რეგიონი
2016 წლის ყველაზე პოპულარული მასალები
რადიო ,,ათინათი’’ analytics.google.com - ის მონაცმებზე დაყრდნობით 2016 წლის 10 ყველაზე ნახვად მასალას გაგაცნობთ.


მოშინაურებული მახრჩობელები ჭიჭინავების ოჯახში (ვიდეო)


ზუგდიდში, ჭიჭინავების ოჯახში 3 მცირეწლოვან ბავშვთან, ძაღლთან და თევზებთან ერთად ორი მახრჩობელა იზრდება. კლეოპატრა და ტუტანხამონი ჯერ ორი წლისანი არიან, თუმცა მათი სიგრძე უკვე თითქმის 3 მეტრს აღწევს.

ჭიჭინავების ამ გატაცებას მეზობლები თავდაპირველად სკეპტიკურად უყურებდნენ, თუმცა უკვე შეეჩვივნენ და კონტაქტსაც არ ერიდებიან.

ჰოლანდიური ტიტების პირველი სათბური საქართველოში (ვიდეო)

ნათია გოგოხიას ყვავილები საქართველოს რამდენიმე ქალაქში უკვე იყიდება. როგორ დაიწყო ახლგაზრდა ქალმა ტიტების მოშენება და რას გეგმავს ის მომავალში ნახეთ სიუჟეტში.

ძალადობა ოჯახში თუ სახელმწიფოს გულგრილობა - რატომ მოიკლა თავი 16 წლის გოგონამ 

მაშინ, როდესაც ქვეყანა ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგობის კვირეულისთვის ემზადება, ზუგდიდის ცენტრში, ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე, 16 წლის გოგონა სიცოცხლეს თვითმკვლელობით ასრულებს.

მანამდე, მარიამ მორგოშიას სუიციდის მცდელობა ორჯერ ჰქონდა. მეზობლების ინფორმაციით, ორივე შემთხვევაში, გამოძახებული იყო სამართალდამცავი ორგანოები და სასწრაფო დახმარების ბრიგადა, თუმცა, შემდგომში, არასრულწლოვნის მდგომარეობით სახელმწიფოს არცერთი უწყება არ დაინტერესებულა.

დიდინეძის მოსახლეობა წუხანდელი ინციდენტის შესახებ საუბრობს (ვიდეო)

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდინეძში "ქართული ოცნებისა" და "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს შორის ფიზიკურ და სიტყვიერ დაპირისპირებას ადგილობრივები შეესწრნენ. მათ რადიო "ათინათთან" საუბარში წუხანდელი ფაქტის დეტალები გაიხსენეს და მომხდარი შეაფასეს.

პატარა ზუგდიდელი მოცეკვავე ინტერნეტსივრცეს იპყრობს (ვიდეო)

დათუნა ბუკია ორი წლის ასაკიდან ცეკვავს. მისი ამ გატაცების შესახებ ზუგდიდში ბევრმა იცის, სკოლაში კი განსაკუთრებული სიყვარულით და პოპულარობით სარგებლობს. დათუნა ცეკვებს რეპეტიციის გარეშე, სპონტანურად დგამს.

მის ვიდეოებს სოციალურ ქსელებში მსოფლიო მასშტაბით მილიონობით ნახვა, მოწონება და გაზიარება აქვს.

ბიძინა ივანიშვილი ზუგდიდიდან ხმაურის ფონზე გააცილეს (ვიდეო)

ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის რეგიონული მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. ზუგდიდში, კომბინატის კულტურის სახლთან, „ამი-2014“ -ის 20-მდე მუშა, "ნაციონალური მოძრაობის" წევრები და მათი მხარდამჭერები ივანიშვილთან შეხვედრას ითხოვდნენ, თუმცა, სამართალდამცავებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს. თავის მხრივ, ყოფილი პრემიერი აქციის მონაწილეებს არ შეხვდა, თუმცა ჟურნლისტებთან საუბარში აღნიშნა, რომ ამ საკითხით დაინტერესდებოდა.

„კარგი იქნება, თუ ვინმე მისამართს ან ტელეფონს გაიგებს, გავერკვევი და მეც ვიკითხავ, რატომ არ მისცეს ხელფასი ამ ადამიანებს“, - განაცხადა ივანიშვილმა.

ზუგდიდელმა ახალგაზრდებმა სან დიეგოს უნივერსიტეტის გრანტი მოიპოვეს (ვიდეო)

მეორე წელია ამერიკაში ერთ - ერთი ყველაზე პოპულარული უნივერსიტეტის დიპლომის მიღება საქართველოში არსებული სამი უნივერსიტეტის ბაზაზეა შესაძლებელი.

წელს სამეგრელოში სან- დიეგოს უნივერსიტეტის სრული დაფინანსება ორმა აბიტურიენტმა მიიღო.

New York Times-ის ვიქტორინაში ზუგდიდელმა ექიმმა გაიმარჯვა (ვიდეო)

ინტერნეტში სამედიცინო თავსატეხების ძიებისას ზუგდიდელმა თერაპევტმა მალხაზ ჯალაღონიამ ცნობილი გამოცემის - ნიუ იორკ თაიმსის ვიქტორინა ერთი წლის წინ იპოვა. იგი პასუხებს პერიოდულად აგზავნიდა და მოულოდნელად გამარჯვებულიც გახდა. ნახეთ სიუჟეტი.

ვახუშტი მენაბდის მარანი გურიაში (ვიდეო)

კონსტიტუციონალისტმა ვახუშტი მენაბდემ სოფელ შემოქმედში საკარმიდამო ნაკვეთი შეიძინა და წელს გურული ჯიშის - ჩხავერის 750 ძირი ვაზი ჩაყარა.

მარანის გარდა, მენაბდე „ძველი სულის შენარჩუნების პირობით“, სახლისა და ნივთების განახლება - რესტავრაციას გეგმავს.

ზუგდიდელი მოსწავლე ლონდონის ბაქსვუდის ბანაკში გაემგზავრება (ვიდეო)

ზუგდიდელი ელენე ფიფია წელს ბაქსვუდის ლონდონის ინგლისურენოვან საზაფხულო სკოლაში გაემგზავრება. ის პრინც მიურატის სახელობის ქართულ - ფრანგული კოლეჯის მე-10 კლასის მოსწავლეა.

ელენე ბაქსვუდში მას შემდეგ მოხვდა, რაც ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული გახდა.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
სტატია
დღის სიახლეები
18 / მაისი 2025
18 მაისს შიდსით გარდაცვლილთა ხსოვნის საერთაშორისო დღე აღინიშნება.
18 / მაისი 2025
ოკუპირებული აფხაზეთისა მოსახლეობა რუსეთის მოქალაქეობის მიღებას გამარტივებული წესით მიღებას შეძლებს. რუსული სამთავრობო მედია „ტასი“ იუწყება, რომ სამართლებრივი აქტების ვებგვერდზე შესაბამისი ბრძანება პუტინის ხელმოწერით 17 მაისს გამოქვეყნდა.
17 / მაისი 2025
ამერიკელი კონგრესმენი, ჯო უილსონი აცხადებს, რომ სირიის საგარეო საქმეთა მინისტრს სთხოვა, სირიამ გაიწვიოს რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების „დამოუკიდებლობის“ აღიარება.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
15 / მაისი 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2025 »»
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.