რეგიონი
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო უარყოფს წებელდაში სამხედრო პოლიგონის მშენებლობის ფაქტს
რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქის პრესსამსახური საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის მიმართვას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტრო არ გეგმავს აფხაზეთის სოფელ წებელდაში სამხედრო პოლიგონის აშენებას და იქ არავითარ სამუშაოებს არ აწარმოებს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა საერთაშორისო თანამეგობრობას, იუნესკოს და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართა, სათანადოდ შეაფასონ რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული უკანონო ქმედებები. „გამოვხატავთ უკიდურეს აღშფოთებას რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო ძალების მიერ აფხაზეთში, სოფელ წებელდაში, ისტორიული მემკვიდრეობის ძეგლების განადგურებასთან დაკავშირებით. სამხედრო პოლიგონის მოწყობის მიზნით რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულმა ძალებმა დაანგრიეს მე-19 საუკუნის ეკლესია და პოლონელთა ისტორიული სასაფლაო“, - ნათქვამია განცხადებაში.

მანამდე აფხაზურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სოფელ წებელდაში მე-19 საუკუნის ბოლოს აგებული ეკლესია და პატარა სასაფლაო გაანადგურეს. ამავე ცნობით, ისტორიულ - კულტურული მემკვიდრეობის რეესტრში რეგისტრირებული ტაძარი, ოდესღაც, წებელდაში კომპაქტურად ჩასახლებულმა პოლონელებმა ააგეს. იქვე იყო მათი სასაფლაოც. ამ დროისთვის, ეკლესიის ფუნდამენტი და ნანგრევების ფრაგმენტები იყო შემორჩენილი.

2011 წელს დე ფაქტო მთავრობის გადაწყვეტილებით, სოფელ წებელდის მიმდებარე ტერიტორია, რუსეთის სასაზღვრო სამმართველოსთან ერთობლივი სწავლებების ჩასატარებლად, “თავდაცვის სამინისტროს” გადაეცა, რომლის განკარგულებით, 3 იანვარს, მომავალი პოლიგონის ტერიტორიაზე ეკლესია და სასაფლაო ბულდოზერით მიწასთან გაასწორეს.



Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სამოსისა და ფეხსაცმლის მაღაზია „Sense“ გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხსა და ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს.
ზუგდიდში ბავშვებისთვის განსაკუთრებული სივრცე „Happy Peppi” გაიხსნა. ახალ გასართობ ცენტრში პატარებს ზღაპრული სამყაროს გმირები, ფერადი ატრაქციონები და მრავალფეროვანი აქტივობები ელოდებათ.
ბიოლოგიური პროდუქტების მწარმოებელმა კომპანია Atens-მა ჩვენი მოწვევით დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ფერმერებისთვის 3 ტრენინგი გამართა.
სტატია
დღის სიახლეები
31 / ივლისი 2026
დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ ძველი სამეგრელოს ერთ-ერთ გამორჩეულ მითოლოგიურ პერსონაჟზე - გუნიაზე, რომელიც ხალხური რწმენით ახალშობილთა მფარველ სულად მიიჩნეოდა.
24 / ივლისი 2026
დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ აშუბების საგვარეულო სალოცავზე - აბაანიხაზე, რომელიც თანამედროვე აფხაზეთში ერთ-ერთ მნიშვნელოვან რელიგიურ-კულტურულ ძეგლად მიიჩნევა.
17 / ივლისი 2026
დღევანდელ გადაცემაში „დიხაშ ნინა“ - „მიწის ენა“ ვისაუბრებთ ისტორიული კოლხეთის ტოპონიმიკასა და ჰიდრონიმიკაზე.
ოდაბადეშ კინოხონი
31 / ივლისი 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2026 »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31 123456
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.