საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ
პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ 47
დევნილოჯახს ზუგდიდში საცხოვრებელი სახლი
გადასცა. თანამედროვე სტანდარტებით მოწყობილი ბინების გასაღებები
დევნილებს, ლტოლვითა და განსახლების მინისტრის მოადგილე გრიგოლ
გიორგაძემ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად
მისცეს.
დევნილები აქამდე დემურიას ქუჩაზე ადმინისტრაციული დანიშნულების
შენობაში, რთულ პირობებში ცხოვრობდნენ. შენობის რეაბილიტაცია ტენდერში
გამარჯვებულმა კომპანიამ შპს „თი- ემ-მა“ განახორციელა, რომლის
ღირებულებამაც 1 711 630 ლარი
შეადგინა.
დემურიას ქუჩაზე არსებული ორმოცდაშვიდი ბინიდან 14 ერთოთახიანი, 27
ოროთახიანი და 6 სამოთახიანია.
სამეგრელოში ცხენი მხოლოდ გადაადგილების საშუალება არ იყო ის ღირსების, ტრადიციის და რწმენის სიმბოლო გახლდათ.ბიჭისთვის ცხენზე პირველად ჯდომა კაცად გახდომის საწყისად ითვლებოდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები