სამეგრელოში ხეშეშფრთიანი ბაღლინჯოს შეწამლვა იწყება (ვიდეო)
15:04 / 16.01.2017
სურსათის ეროვნული სააგენტო მავნებელის
წინააღმდეგ, ამერიკელი ექსპერტების რჩევით კონტაქტურ
შეწამვლას იწყებს. შეიქმნება საგანგებო შტაბი, რომელშიც
სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად,
სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის
ადმინისტრაციის და რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების
წარმომადგენლები შევლენ.
სამოქმედო გეგმა სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა ზურაბ
ჩეკურაშვილმა, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილე დავით
კოდუასთან ერთად, რეგიონის გამგებლებს და სოფლის მეურნეობის
სამსახურის უფროსებს გააცნო.
ხეშეშფრთიანი ბაღლინჯო რეგიონში გასულ წელს
გავრცელდა, მან ძირითადად თხილის, მარცვლეულის და ხეხილის მოსავალი
გაანადგურა. სპეციალისტების განმარტებით, მწერი საქართველოში სოჭიდან
გავრცელდა.
ზუგდიდში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სამოსისა და ფეხსაცმლის მაღაზია „Sense“ გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხსა და ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს.
ზუგდიდში ბავშვებისთვის განსაკუთრებული სივრცე „Happy Peppi” გაიხსნა. ახალ გასართობ ცენტრში პატარებს ზღაპრული სამყაროს გმირები, ფერადი ატრაქციონები და მრავალფეროვანი აქტივობები ელოდებათ.
დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ ძველი სამეგრელოს ერთ-ერთ გამორჩეულ მითოლოგიურ პერსონაჟზე - გუნიაზე, რომელიც ხალხური რწმენით ახალშობილთა მფარველ სულად მიიჩნეოდა.
დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ აშუბების საგვარეულო სალოცავზე - აბაანიხაზე, რომელიც თანამედროვე აფხაზეთში ერთ-ერთ მნიშვნელოვან რელიგიურ-კულტურულ ძეგლად მიიჩნევა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები