რეგიონი
ზუგდიდის გამგეობა სამედიცინო მომსახურებას 71 ბენეფიციარს დაუფინანსებს
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ჯანდაცვის კომისიამ 2017 წელს პირველი სხდომა ჩაატარა, რომელსაც მუნიციპალიტეტის გამგებელი ლაშა გოგია უძღვებოდა. ბენეფიციარებს ოპერაცია, ძვირადღირებული სხივური თერაპია, კომპიუტერული და მაგნიურ-რეზონანსული გამოკვლევა დაუფინანსდათ. ,,C” ჰეპატიტის დიაგნოსტიკის პროგრამაში - 28 ბენეფიციარი, 7 მოქალაქე კი აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის პროგრამაში ჩაერთო. ფენილკეტონურიით დაავადებული ბავშვის სპეციალიზირებული საკვებით უზრუნველსაყოფად თვიურად 500 ლარი ერიცხება ერთ მოქალაქეს (ბავშვის დედას). აღნიშნულ სამედიცინო მომსახურებებზე გამგეობის ჯანდაცვის ბიუჯეტიდან 27 863 ლარი დაიხარჯა.

2017 წლიდან ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანდაცვის პროგრამაში ცვლილებები შევიდა, რომლის თანახმად, ქიმიოთერაპიის, რადიო თერაპიის, სხივური თერაპიისა და ჰორმონო თერაპიის საჭიროების მქონე მოქალაქეები დაფინანსდებიან.  მკურნალობისა და გამოკვლევების ხარჯებს, 500 ლარის ფარგლებში, აუნაზღაურებენ ნეიოსენსორული ტიპის სმენის დაქვეითების მე-3, მე-4 ხარისხის მქონე 0-18 წლამდე სოციალურად დაუცველ ბავშვებს. ასევე, მედიკამენტებით დაფინანსდებიან პენსიონერები, რისთვისაც მაქსიმალური ლიმიტი 200 ლარია.


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
კარგი იდეა წარმატებული ბიზნესის დასაწყისია, მაგრამ მხოლოდ იდეა საკმარისი არ არის.
სექციური დივანი ხშირად მისაღები ოთახის მთავარი აქცენტია.
იმუნოლოგიური კვლევები გამოიყენება იმუნური სისტემის მუშაობის შესაფასებლად.
სტატია
დღის სიახლეები
26 / თებერვალი 2026
დღევანდელ გადაცემაში საუბარია მეგრული ჭაობის ყველაზე ბნელ და მისტიკურ საიდუმლოზე.
26 / თებერვალი 2026
დღევანდელ გადაცემაში საუბარია მეგრული ჭაობის ყველაზე ბნელ და მისტიკურ საიდუმლოზე.
19 / თებერვალი 2026
სამეგრელოში დღემდე ამბობენ „გეკულა არის და არ ეგების“.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
26 / თებერვალი 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მარტი 2026 »»
232425262728 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.