ტყვარჩელში მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემ ხაზზე მომხდარი ავარიის
შედეგები აღმოფხვრილია, -
ინფორმაციას ამის შესახებ კომპანია „ჩერნომორენერგო“ ავრცელებს. ამ
დროის განმავლობაში, მთლიანად გათიშული იყო სოხუმი და კიდევ 5
რაიონი.
ელექტროენერგია, მხოლოდ ოჩამჩირისა და გულრიფშის რაიონებს,
რუსეთის ფედერაციიდან მიეწოდებოდა.
ავარია 22 იანვარს აჩიგვარას 220 კვ-იანი ელექტროგადამცემ ხაზზე
მოხდა.
მასალის გამოყენების პირობები