ლალი ანთია smo.ge-ს ფუნქციონირების შეჩერებას მოითხოვს (ვიდეო)
16:42 / 26.01.2017
მოქალაქე ლალი ანთია საინფორმაციო საგენტოს „smo.ge“
რედაქტორს მალხაზ ბასიალიას ცილისწამებაში ადანაშაულებს. მან ამის
შესახებ ზუგდიდის
დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. მისი
თქმით, ბასილაია სამეგრელო - ზემო სვანეთის გუბერნატორის ლევან შონიას
დავალებით, მასზე ცრუ ინფორმაციას სააგენტოს საშუალებით ავრცელებს.
ანთია უახლოეს დღეებში ჟურნალისტის წინააღმდეგ სასამართლოში ჩივილს
გეგმავს. მანამდე კი ის ინტერნეტ გამოცემის ფუნქციონირების შეჩერებას
ითხოვს.
„გაზეთ „ალიაში“ გამოვაქვეყნე გუბერნატორზე სტატია,
სადაც მის დანაშაულებრივ ქმედებებზე ვსაუბრობ. მას შემდეგ შონიამ
ბასიალაია თავისთან დაიბარა და მისი მეშვეობით მებრძვის”.
საინფორმაციო სააგენტოს რედაქტორი მალხაზ ბასილაია ბრალდებებს
აბსურდულს უწოდებს და ამბობს, რომ ანთიაზე ინფორმაციის გამოქვეყნებას
გააგრძელებს.
თავის მხრივ, ლევან შონიას მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს სამხარეო
ადმინისტრაციაში სასაცილოს უწოდებენ და აცხადებენ, რომ გუბერნატორი
უფრო მნიშვნელოვანი საქმეებით არის დაკავებული.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სამეგრელოში გავრცელებული ტანსაცმლის კომპლექსების მიხედვით მეგრელები საშინაო ჩაცმულობისგან, ასხვავებდნენ სადღესასწაულო და საგარეო ჩაცმულობას, რომელსაც უწოდებდნენ ,,სადიარო"/ ,,სასუმარო"" მუკაქუნალს.საგარეო ჩაცმულობის ელემენტებზე,საუკეთესო სანაჭრე მასალა იხარჯებოდა და შესამკობადაც მრავალი საშუალება იძებნებოდა.ამიტომაც სამეგრელოში საგარეო სამოსს ,,სამედიდუროს" უწოდებდნენ.დღევანდელ გადაცემაში დეტალურადაა აღწერილი როგორი იყო ქალის სამოსი XIX საუკუნის მეორე ნახევრისა და XX საუკუნის დასაწყისში.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
სამეგრელოში გავრცელებული ტანსაცმლის კომპლექსების მიხედვით მეგრელები საშინაო ჩაცმულობისგან ასხვავებდნენ სადღესასწაულო და საგარეო ჩაცმულობას, რომელსაც უწოდებდნენ ,,სადიარო“/ ,,სასუმარო’’ მუკაქუნალს. იცნობენ ტანზე მოსარგები სამოსელის დანაწილების პრინციპებს: შიგნითა ,,დინახალენ ბარგი“ და ,,გარეთა ,,გალენ ბარგი“. დღევანდელ გადაცემაში აღწერილია როგორი იყო შიგნითა სამოსი ,საცვლების და გრძელი პერანგების ,,ოსარეშ“ ნიმუშები და როგორ იცვლებოდა მისი ფორმები დროთა განმავლობაში.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები