რეგიონი
ნაბაკევის საგუშაგოს დახურვა ერთი თვით გადაიდო
ნაბაკევის საკონტროლო-გამშვები პუნქტის გაუქმება ერთი თვით გადაიდო. ინტერნეტ-გამოცემა „კავკასზკი უზელს“ ამის შესახებ სოფელ ნაბაკევის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ნანი ქარდავამ განუცხადა და დასძინა, რომ გადასასვლელის დახურვის თარიღი ჯერჯერობით უცნობია. მისი თქმით, შექმნილია საინიციატივო ჯგუფი, რომელიც გეგმავს დე ფაქტო აფხაზეთის პრეზიდენტს საკონტროლო- გამშვები პუნქტის დატოვების თხოვნით მიმართოს.

"ნაბაკევის გამშვები პუნქტის დახურვის შემთხვევაში, სოფლის მცხოვრებლებს საზღვრის გადაკვეთასთან დაკავშირებით სირთულეები შეექმნებათ. გარდა ამისა, მათ სოფლიდან საქართველოში მგზავრობა ენგურის ხიდის გავლით მოუწევთ. ეს კი დამატებითი 30 კილომეტრია. მხოლოდ წარმოიდგინეთ, რა დროის დახარჯვა მოუწევთ ჩვენს მოქალაქეებს. ავტობუსითაც კი ძალიან დიდი მანძილი გამოდის. ამასთან, სოფელ ხურჩაში (ზუგდიდის რაიონი) მცხოვრები ბავშვებისთის, რომლებიც ჩვენს სკოლაში სწავლობენ, აქამდე მოსვლა ძალიან რთული იქნება”, - განაცხადა მან.

მისი თქმით, ამ დროისათვის სოფელ ნაბაკევში დაახლეობით 1 400 ადამიანი (370 კომლი) ცხოვრობს. სოფლის მცხოვრებლები მცირე ბიზნესითა და სხვადასხვა ტიპის კომერციული საქმიანობით არიან დაკავებულები, „რა მიზნითაც, საქართველოდან აფხაზეთში საქონელი შემოაქვთ“, -აღნიშნა ნანი ქარდავამ.

"გალის რაიონის დაბალი ზონის სოფლებში მცხოვრები ადამიანები, მხოლოდ სოფლის მეურნეობით არიან დაკავებულები და არსად არაფერი გადააქვთ. ბიზნესს სოხუმელი და გალელი მეწარმეები ეწევიან. მათ საქონელი ზუგდიდიდან შემოაქვთ. ძირითადად, ეს არის ბოსტნეული, ხილი, პროდუქტები, საყოფაცხოვრებო ქიმია", - დააზუსტა ნაბაკევის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.

ნაბაკევის სკოლაში ზუგდიდის რაიონიდან ოთხი უფროსკლასელი დადის – სამი მე- 11 და ერთი - მე-9 კლასის მოსწავლე, გამოსაშვების კლასის მოსწავლეებს სკოლის დამთავრებამდე ოთხი თვე რჩებათ, განუცხადა სკოლის ერთ-ერთმა პედაგოგმა „კავკაზსკი უზელს“. მისი თქმით, მანძილი ზუგდიდის რაიონის იმ სკოლიდან, სადაც მოსწავლეები სწავლობენ, დასახლებულ პუნქტამდე 8 კილომეტრს შეადგენს. ამდენად, მისი თქმით, გამოსაშვები კლასების მოასწავლეებისთვის უფრო მოსახერხებელია ნაბაკევის სკოლაში სიარული.

"წარმოიდგინეთ, ისინი ჯერ ენგურამდე უნდა მივიდნენ, მერე საზღვარი გადაკვეთონ და ამის შემდეგ ნაბაკევში წავიდნენ. ეს შეუძლებელია. გარდა ამისა, საზღვარზე დილაობით ყოველთვის დიდი რიგებია. ეს მათ ბევრ დროს წაართმევს. ქართულ სკოლებში მათ უკვე არ მიიღებენ. ისინი გამოსაშვები კლასის მოსწავლეები არიან, იქ კი განსახვევებული პროგრამაა", - განმარტა მან.

ნაბაკევის საკონტროლო-გამშვები პუნქტის დახურვის შემთხვევაში, საქართველოს ნათესავების მოსანახულებლად საზღვრის გადასაკვეთად ძალიან დიდი დრო დაიხარჯება, აცხადებენ სოფლის მცხოვრებლები. ისინი აღნიშნავენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ ნაბაკევის გამშვებ პუნქტს არ დახურავენ, ისინ მზად არიან ადმინისტრაციული საზღვარი ჩანთების გარეშე გადაკვეთონ.

"ჩემი ნათესავები ხურჩაში ცხოვრებენ. ჩვენ არ გვინდა საგუშაგოს დაკეტვა, რადგან ის დაბალის ზონის მცხოვრებლებისთვის ყველაზე მოსახერხებელია. ჩვენთვის ასე გაცილებით უფრო ადვილია მისი გადალახვა. ადგები და, ეგრევე იქ ხარ. ცენტრალურ ხიდამდე მგზავრობას კი ძალიან დიდი დრო მიაქვს“, - განაცხადა სოფელ ნაბაკევის ერთ-ერთმა მცხოვრებმა.

ნაბაკევის კიდევ ერთმა მკვიდრმა აღნიშნა, რომ გამშვები პუნქტის დახურვა ცუდად აისახება სოფლელების ცხოვრებაზე. "ეს ცუდია ყოველი ჩვენთაგანისთვის. ჩვენც გადავდივართ საზღვარზე პროდუქტების, წამლები შესაძენად, საავადმყოფოში დავდივართ. ასე გაცილებით უფრო ახლოა და იაფია. რასაც საქართველოში 100 რუბლად ვყიდულობთ, აქ 300 რუბლი ღირს", - განმარტა მან. "მე არანაირი ბიზნესით არ ვარ დაკავებული. იქ ჩემი ნათესავები ცხოვრობენ. ამაზე ბევრი დრო დაიხარჯება. ჩვენ იმაზეც კი თანახმა ვართ, რომ ჩანთების გარეშე გაგვატარონ, ოღონდ კი არ დაკეტონ“, - განაცხადა ადგილობრივმა მცხოვრებმა.

"ჩვენ ერთადერთი თხოვნა გვაქვს– არ დახურონ საგუშაგო. რადგან, ეს გადასასვლელი ჩვენი ჟანგბადია. მას თუ დახურავენ, ჩვენ აქ არ ვიცხოვრებთ. მაგრამ, ჩვენ არ დავუშვებთ მის დახურვას. საქმის ბოლომდე მიყვანას ვაპირებთ", - განუცხადა ინტერნეტ -გამოცემას საინიციატივო ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა, ნაბაკევის ადმინისტრაციის ყოფილმა ხელმძღვანელმა ზაირა გაბელია-ეხვაიამ.

გალის რაიონის ადმინისტრაციის ხელმძღანელმა „კავკაზსკი უზელის“ კორესპონდენტთან საუბრისას განაცხადა, რომ საუბარი არ ყოფილა „საზღვრის სრულად ჩაკეტვაზე", მისი სიტყვებით, ამ გადაწყვეტილებით რაულ ხაჯიმბამ საარჩევნო დაპირება შეასრულა.

"საგუშაგოების გაუქმება – აფხაზეთის მოქალაქეთა უმრავლესობის მოთხოვნა იყო, რომლებიც აცხადებენ: "რატომ გვაქვს მეგობარ რუსეთთან საზღვარზე მხოლოდ ერთი გამშვები პუნქტი, ხოლო ქვეყანასთან, რომელიც ჩვენთან საომარი მდგომარეობის პირობებში იმყოფება - ექვსი პუნქტი?!“, - განმარტა მან.
ნადარაის თქმით, მათ იცოდნენ, რომ ეს გადაწყვეტილება გაართულებდა გალის რაიონის დაბალის ზონის მოსახლეობის გადაადგილებას, რადგან იქ ცუდი გზაა. სწორედ ამიტომ, მის შესაკეთებლად, დახმარების სახით რუსეთიდან მიღებული თანხებიდან, 153 ათასი რუბლი დაიხარჯა, დაინიშნა ავტობუსი, რომელიც დღეში ორ რეისს ასრულებს, თუმცა, იმის გამო, რომ საგუშაგოები ჯერ არ დახურულა და ის სრული დატვირთვით არ მუშაობს", - აღნიშნა მან.

აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ ნაბაკევისა და ოტობაიას ე.წ. საკონტროლო გამშვები პუნქტის დახურვის შესახებ გადაწყვეტილება ჯერ კიდევ გასულ წელს მიიღო. მაშინ ითქვა, რომ გადასასვლელები იანვრის ბოლოს გაუქმდება. გალის რაიონის სოფელ ნაბაკევის მცხოვრებლებმა, 25 იანვარს ნაბაკევის საკონტროლო გამშვები პუნქტის დახურვა გააპროტესტეს და მიტინგი გამართეს, რომელშიც 200-მდე ადამიანი მონაწილეობდა.


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
12 მარტს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის ბერტა ფონ ზუტნერის სახელობის ევროპულ კუთხეში, ახალგაზრდების აქტიური ჩართულობით სალონური შეხვედრა-დისკუსია თემაზე "ქალები საერთაშორისო სამშვიდობო მოძრაობის სათავეებთან - ბერტა ფონ ზუტნერი" გაიმართა.
8 მარტს, ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ზუგდიდის ბიბლიოთეკაში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული ქალების წახალისებისა და მათი პროფესიული საქმიანობის წარმოჩენის მიზნით, შეხვედრა გაიმართა.
თიბისის მხარდაჭერით, სვანეთის სათხილამურო კურორტ ჰაწვალზე "FreeRide World Tour Junior"- ის საკვალიფიკაციო ეტაპი ჩატარდა, სადაც არამარტო ქართველი, არამედ უცხოელი მოზარდებიც იღებდნენ მონაწილეობას.
დღის სიახლეები
29 / მარტი 2024
ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ138-კმ170 (მესტია-კალა) მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობის სპეციალური რეჟიმი მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით მოიხსნა.
29 / მარტი 2024
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 30 მარტს საქართველოს ზოოგიერთ რაიონში წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი, ხოლო 31 მარტს და 1 აპრილს - თბილი და უნალექო ამინდი.
29 / მარტი 2024
აფხაზმა აქტივისტმა ჯანსუხ ადლეიბამ აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის ასლან ბჟანიას გადადგომის მოთხოვნით შიმშილობა დაიწყო. აქცია სოხუმის თავისუფლების მოედანზე მიმდინარეობს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
28 / მარტი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 22 °C
img
სოხუმი 20 °C
img
ფოთი 18 °C
img
მესტია 10 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.