რეგიონი
პატიმარ გიორგი ლუკავას მეუღლე ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვს
სახელმწიფო უსაფრთოხების სამსახური აფხაზეთში დაკავებულ გიორგი ლუკავასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება. უწყების განცხადებაში აღნიშნულია, რომ ლუკავას შესახებ  ცნობა უკვე მიეწოდა ევროკავშირის მონიტორინგის მისიას და გააქტიურდა ცხელი ხაზიც. სუსის წარმომადგენლობაში ასევე განმარტავენ, რომ მისი ციხიდან გაყვანის ფაქტს ოკუპირებული აფხაზეთის ხელისუფლება არ ადასტურებს.

ლუკავას ოჯახის წევრები თავის მხრივ ამბობენ, რომ დაკავებული მათ ტელეფონით დაუკავშირდა და მიაწოდა ინფორმაცია, რომ თითქოს გაცვლის შესახებ შეთანხმება მიღწეულია. თუმცა, ოჯახისვე ინფორმაციით, სატელეფონო ზარის შემდგომ პატიმარი დაიკარგა. 

„დაგვირეკა და გვითხრა, რომ გავყავართ, მაგრამ არ ვიცი რა მიმართულებით, მეშინია და წითელი ჯვარი ჩართეთო. ამის შემდეგ ვცდილობ და ვერ ვრეკავ, არ ვიცით სად არის წაყვანილი. გვეშინია, რომ არ მოკლან. ჩვენ ხელთ არსებული ინფორმაციით, გალის უშიშროების მინისტრის მოადგილეს ჰყავს ის ციხიდან გამოყვანილი“, - განუცხადა მეუღლე ლალი ლუკავამ  ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს.

აფხაზეთის ომის მონაწილე გიორგი ლუკავა ოკუპირებულ ტერიტორიაზე 5 წლის წინ დააკავეს და ის სასჯელს დრანდის ციხეში იხდიდა. მისი ოჯახი ვითარებაში გარკვევას და დახმარებას ხელისუფლებას სთხოვს.

გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში ქართულ მხარეს არაერთხელ დაუყენებია უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქე გიორგი ლუკავას საკითხი. 

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
კარგი იდეა წარმატებული ბიზნესის დასაწყისია, მაგრამ მხოლოდ იდეა საკმარისი არ არის.
სექციური დივანი ხშირად მისაღები ოთახის მთავარი აქცენტია.
იმუნოლოგიური კვლევები გამოიყენება იმუნური სისტემის მუშაობის შესაფასებლად.
სტატია
დღის სიახლეები
19 / მარტი 2026
დღევანდელ გადაცემაში საუბარია ძველი მეგრელების უძველეს რწმენაზე — ქარის ძალაზე.
12 / მარტი 2026
დღევანდელ გადაცემაში საუბარია კოლხური სამყაროს ასტრალურ ღვთაებებზე — მზეზე, მთვარეზე, ცასა და ვარსკვლავებზე.
05 / მარტი 2026
მეგრელთა კულტურაში ვარსკვლავთაღრიცხვის ცოდნა და რიტუალები მნიშვნელოვან ადგილს იკავებდა.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მარტი 2026 »»
232425262728 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.