რეგიონი
ზუგდიდის მერმა საკრებულოს 2016 წლის ანგარიში წარუდგინა (ვიდეო)
ქალაქის მერიაში ირაკლი გოგოხიამ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მიერ 2016 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა. მან დეტალურად ისაუბრა ყველა სამსახურის საქმიანობის შესახებ და თითოეული მათგანის ფინანსური მხარე გააცნო საზოგადოებას. მისივე განცხადებით, წელს ბიუჯეტი სტაბილურობით გამოირჩეოდა და წინა წლებთან შედარებით 5 მილიონ ლარზე მეტით გაიზარდა.

სხდომაზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ანა წითლიძემ ფრაქციის შენიშვნები გააჟღერა. მისივე თქმით, ამ ერთი წლის განმავლობაში ზუგდიდელები სხვადასხვა სოციალური თუ ინფრასტრუქტურული პრობლემის წინაშე იყვნენ. ოპოზიციის შეკითხვებში მთავარი აქცენტი კორუფციულ გარიგებებსა და ტენდერებზე გაკეთდა, რომლებიც, მათი თქმით, მერის მოადგილეს გია გულორდავას უკავშირდება.

ზუგდიდის მერის განცხადებით, ყველა შენიშვნა და ბრალდება უსაფუძვლოა. ირაკლი გოგოხიამ მედიასთან აღნიშნა, რომ მთავარი ხარვეზი მათ საქმიანობაში ნაკლები ოპერატიულობაა.

“საკითხის გადაწყვეტას ორი-სამი თვე სჭირდება. არ ხდება ასე ძალიან მარტივად... უფრო ოპერატიულები უნდა ვიყოთ ნამდვილად. უფრო მეტი ბიუჯეტი თუ ექნა ზუგდიდს, მეტ კარგ საქმეს გავაკეთებთ“, - აღნიშნა მან.

სხდომას საკრებულოს წევრები, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საზოგადოების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ფრაქცია „ენმ“-ის წევრების გარდა, საკრებულოს ყველა წევრმა, მერიის ერთი წლის საქმიანობა დადებითად შეაფასა.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდში ახალი გასტრონომიული სივრცე „სოხუმის ეზო“ გაიხსნა, რომელიც ამავე სახელწოდების სასტუმროს ტერიტორიაზე მდებარეობს.
ზუგდიდში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სამოსისა და ფეხსაცმლის მაღაზია „Sense“ გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხსა და ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს.
ზუგდიდში ბავშვებისთვის განსაკუთრებული სივრცე „Happy Peppi” გაიხსნა. ახალ გასართობ ცენტრში პატარებს ზღაპრული სამყაროს გმირები, ფერადი ატრაქციონები და მრავალფეროვანი აქტივობები ელოდებათ.
სტატია
დღის სიახლეები
ოდაბადეშ კინოხონი
31 / ივლისი 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2026 »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31 123456
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.