“ევროპული საქართველოს" ლიდერებმა ზუგდიდში შეხვედრა გამართეს (ვიდეო)
18:11 / 02.02.2017
პარტია "მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული
საქართველოს" ლიდერები ზუგდიდში ადგილობრივ მხარდამჭერებსა
და საინიციატივო ჯგუფს დემოკრატიული
ჩართულობის ცენტრში შეხვდნენ. შეკრებილებს სიტყვით, პარლამენტის
ყოფილმა თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ, სამეგრელოს ყოფილმა
გუბერნატორმა გიგი უგულავამ, საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატმა
აკაკი ბობოხიძემ და პარტიის სხვა წევრებმა მიმართეს. შეხვედრას ასევე
ესწრებოდნენ "ნაციონალური მოძრაობის" სიით არჩეული დეპუტატები
ზუგდიდიდან: თენგიზ გუნავა, ლაშა დამენია და ლელა ქებურია.
მათ ახლადჩამოყალიბებული პარტიის გეგმებზე და იმ მიზეზებზე ისაუბრეს,
რამაც "ნაციონალური მოძრაობიდან" მათი გამიჯვნა გამოიწვია. დავით
ბაქრაძის თქმით, ამ ეტაპზე მათი მიზანი თვითმმართველობის არჩევნებში
მონაწილეობა და ამ გზით ადგილობრივი ხელისუფლების შეცვლაა.
"პრობლემების უმეტესობა, რომელიც აწუხებს ხალხს, იწყება რეგიონებიდან
და ადგილზე ხელისუფლების შეცვლა ნიშნავს იმას, რომ ჩვენ შევძლებთ იმ
პრობლემების მოგვარებას, რომლებიც დღეს არის მტკივნეული ჩვენი
მოსახლეობისთვის. ამ გზით ჩვენ შევძლებთ ცენტრალური ხელისუფლების
შეცვლასაც", - თქვა ბაქრაძემ.
მისივე ცნობით, ამომრჩევლებს პარტიის კონკრეტულ პროგრამას ყრილობაზე
გააცნობენ, რომელიც უახლოეს მომავალში გაიმართება.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ოკუპირებული აფხაზეთისა მოსახლეობა რუსეთის მოქალაქეობის მიღებას გამარტივებული წესით მიღებას შეძლებს. რუსული სამთავრობო მედია „ტასი“ იუწყება, რომ სამართლებრივი აქტების ვებგვერდზე შესაბამისი ბრძანება პუტინის ხელმოწერით 17 მაისს გამოქვეყნდა.
ამერიკელი კონგრესმენი, ჯო უილსონი აცხადებს, რომ სირიის საგარეო საქმეთა მინისტრს სთხოვა, სირიამ გაიწვიოს რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების „დამოუკიდებლობის“ აღიარება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები