ზუგდიდში შიმშილობის დაწყებით კიდევ ერთი დევნილი იმუქრება (ვიდეო)
14:24 / 08.02.2017
აფხაზეთიდან დევნილი შშმ პირი ბადრი ზაქარაია საცხოვრებელი ფართით
უზრუნველყოფას ითხოვს. მისი თქმით, არაერთი დაპირების მიუხედავად,
ამ დრომდე ის მძიმე პირობებში ცხოვრობს. ზაქარაიამ ამის შესახებ
"ნაციონალური მოძრაობის" ზუგდიდის საკრებულოს წევრ ანა წითლიძესთან
ერთად, გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.
"უმძიმეს პირობებში ვცხოვრობ მეუღლესთან და მცირეწლოვან შვილთან
ერთად. მიუხედავად ამისა, 8,5 ქულა მოგვივიდა. 10 დღის წინ ველაპარაკე
მანუჩარ ჩილაჩავას, დამპირდა, რომ მოვიდოდა კომისია, მაგრამ არ ჩანან.
თუ უახლოეს მომავალში არ მოვლენ და არ გადაამოწმებენ, სად მიწევს
ცხოვრება, იძულებული ვარ პროტესტის უკიდურეს ფორმას - შიმშილობს
მივმართო ", - აღნიშნა მან.
საკრებულოს ოპოზიციური პარტიის წევრი ანა წითლიძე შესაბამისი
უწყებებისგან ზაქარაიების ოჯახისთვის ყურადღების მიქცევას ითხოვს.
"მოვუწოდებთ ყველას, ვისაც ევალება ქულების გადამოწმება, რომ
დაინტერესდნენ ამ მოქალაქის პრობლემით, მაქსიმალური ყურადღება
მიაქციონ ამ პროცესებს, რადგან ის ადამიანები, ვისაც მართლა სჭირდებათ
ბინები, ვერ იღებენ ", - განაცხადა წითლიძემ.
დევნილთა სამმართველოს ხელმძღვანელი მანუჩარ ჩილაჩავა ამბობს, რომ ის
ზაქარაიების ოჯახის პრობლემებს კარგად იცნობს და აცხადებს, რომ მათი
საცხოვრებელი პირობების გადამოწმება კონკურსის წესის შესაბამისად
მოხდება.
"სახელმწიფო უკვე რამდენიმე თვეა, ბინის ქირას უხდის მათ. ვიცი, რომ
მძიმე საცხოვრებელი პირობები აქვთ, თუმცა, როცა, კომისია 8,5
ქულიანების შემოწმებას დაიწყებს, ზაქარაიების ოჯახშიც მივა", -
განმარტა ჩილაჩავამ.
ცნობისთვის, ზაქარაიების გარდა, მინიჭებულ ქულებს ზუგდიდის რაიონულ
საავადმყოფოში ჩასახლებული დევნილები, ორი კვირაა, აპროტესტებენ და
შიმშილობენ. ისინი კომისიის ხელახლა მისვლას და საცხოვრებელი
პირობების გადამოწმებას ითხოვენ.
ზუგდიდში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სამოსისა და ფეხსაცმლის მაღაზია „Sense“ გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხსა და ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს.
ზუგდიდში ბავშვებისთვის განსაკუთრებული სივრცე „Happy Peppi” გაიხსნა. ახალ გასართობ ცენტრში პატარებს ზღაპრული სამყაროს გმირები, ფერადი ატრაქციონები და მრავალფეროვანი აქტივობები ელოდებათ.
დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ ძველი სამეგრელოს ერთ-ერთ გამორჩეულ მითოლოგიურ პერსონაჟზე - გუნიაზე, რომელიც ხალხური რწმენით ახალშობილთა მფარველ სულად მიიჩნეოდა.
დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ აშუბების საგვარეულო სალოცავზე - აბაანიხაზე, რომელიც თანამედროვე აფხაზეთში ერთ-ერთ მნიშვნელოვან რელიგიურ-კულტურულ ძეგლად მიიჩნევა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები