გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო
სვანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა უკანონო
ნადირობის
ფაქტი გამოავლინეს. უწყების ცნობით, ქალაქ ფოთში, კოლხეთის ეროვნული
პარკის ბუფერულ ზონაში, პალიასტომის ტბის მიმდებარედ, მონადირეთა 4
კაციანი ჯგუფი მოტორიანი ნავით გადაადგილდებოდა და ე.წ. "მანოკის"
გამოყენებით ნადირობდა.
სამართალდამრღვევებს, მოტორიან ნავთან ერთად, 4 ერთეული თოფი, 10
მოკლული იხვი და 14 ერთეული ფიტული ჩამოერთვათ. საქმე შემდგომი
რეაგირებისთვის შესაბამის ორგანოებს გადაეცემა.
მასალის გამოყენების პირობები