ზუგდიდში აქციის მონაწილე დევნილების ქულებს გადაამოწმებენ (ვიდეო)
16:24 / 14.02.2017
რაიონული საავადმყოფოს ყოფილ შენობაში ჩასახლებული
დევნილები, რომლებიც ორ კვირაზე მეტ ხანს
შიმშილობდნენ, დღეს აჭარისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის
დევნილთა სამმართველოს უფროსს მანუჩარ ჩილაჩავას
შეხვდნენ. ჩილაჩავამ ისინი საკუთარ კაბინეტში სათითაოდ მიიღო და
ქულებთან დაკავშირებული პრეტენზიები პირადად მოისმინა. შეხვედრას
რეგიონში მომუშავე საზოგადოებრივი ორგანიზაციის წარმომადგენლები
დაესწრნენ.
ჩილაჩავას თქმით, მან აქციის მონაწილეებს აუხსნა, თუ რის საფუძველზე
დააკლდათ მათ ქულები და რატომ ვერ მიიღებენ ისინი ამ ეტაპზე
საცხოვრებელ ფართებს.
„ამ დევნილების აპლიკაციებს სამინისტროში ხელახლა
გადახედავენ და შეისწავლიან. შეიძლება მათ მიერ წარმოდგენილ
დოკუმენტაციაში ხარვეზები იყო, ეს ყველაფერი ხელახლა გადაიხედება და
მათ საბოლოო ქულები უახლოეს 10 დღეში დაუდგინდებათ“,- განაცხადა
მან.
დევნილების თქმით, მათთვის ქულების მინიჭებისას, სხვა ფაქტორებთან
ერთად, კომისიამ, ასევე არ გაითვალისწინა შენობის მესაკუთრის წერილი,
სადაც ის მათ გასახლებას ითხოვდა. აღნიშნულთან დაკავშირებით, კითხვები
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ზუგდიდის ოფისის
ხელმძღვანელს ჯემალ ჭკადუასაც ჰქონდა. მისი თქმით,
მესაკუთრის მიერ განსახლების მოთხოვნის შემთხვევაში,
საკითხი უნდა განხილულიყო და შესაბამისად დევნილებს ქულები უნდა
დამატებოდა, რაც მათ ბინების მიღებაში შეუწყობდა
ხელს.
თავის მხრივ სამმართველოს უფროსი აცხადებს, რომ მესაკუთრემ მათთან
ოფიცალური წერილი დაგვიანებით, 2016 წლის 27 დეკემბერს შეიტანა, რის
გამოც ის აღნიშნული დევნილების დოკუმენტებში ვერ აისახა. მისივე
განმარტებით, ამ გარემოებას, სავარაუდოდ, ქულების ხელახალი
განხილვისას გაითვალისწინებენ.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, დევნილებმა ჟურნალისტებს უთხრეს, რომ
ისინი მათთვის მინიჭებული ქულების გადამოწმებას დაელოდებიან, თუმცა
აქციების შეწყვეტას და კარავის დაშლას, სადაც ისინი შიმშილობდნენ, არ
აპირებენ.
„კარავი ადგილზე რჩება სანამ კონკრეტულ პასუხს არ მივიღებთ“, -
ამბობენ ისინი.
ცნობისთვის, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული რამდენიმე ადამიანი,
ჩასახლების ეზოს სახელდახელოდ აგებულ კარავში, ორ კვირაზე მეტია
შიმშილობდა. ისინი მათთვის მინიჭებული ქულების გადამოწმებას და
საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფას ითხოვენ.
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
ტანსაცმელის დამზადებას და მის მოვლა-პატრონობას სამეგრელოში დიდი ყურადღება ეთმობოდა. ტანსაცმელს ზანდუკ-კიდობნებში ინახავდნენ.ავი თვალის დასაცავად ტანსაცმლის მარცხენა მხარეს, შიგნით "ანგაროზის"(ავგაროზი) დაკერებაც იცოდნენ მას ნათოლეშ წამალს" უწოდებდნენ. ავგაროზი მზადდებოდა ბავშვებისთვის და თვალდაკრული ადამიანებისთვისაც.დღევანდელ გადაცემაში საუბარია როგორ მზადდებოდა ავგაროზი და როგორი იყო მასთან დაკავშირებული რიტუალები.
სამეგრელოში სამგლოვიარო რიტუალი,ითვალისწინებდა დროის გარკვეული ვადით განსაკუთრებული ტიპის სამოსელის ტარებას.ამგვარი დანიშნულების ტანსაცმელის აღსანიშნავად სამეგრელოში სხვადასხვა ტერმინს იშველიებდნენ. არსებობდა სხვადასხვა ფერის სამგლოვიარო სამოსი ,რომლებსაც გარკვეული დანიშნულება ჰქონდა.დღევანდელ გადაცემაში საუბარია ყველა იმ ტიპის სამოსზე რომელსაც იყენებდნენ გლოვის დროს და დეტალურადაა აღწერილი როგორ იკერებოდა ის.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები