სამეგრელოში დილიდან გადაუღებლად თოვს, რეგიონის მასშტაბით
მუნიციპალიტეტბში საგანგებო შტაბები მუშაობენ, რომლებსაც
კოორდინირებას
სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციაში შექმნილი შტაბი
უწევს.
გაწმენდითი სამუშაობი ამ დროისთვის მიმდინარეობს ცენტრაურ გზებზე და
მაღალი ზონის სოფლებში. ამ წუთებში გზები იწმინდება ზუგდიდის
მუნიციპალიტეტში: ინგირი-ანაკლიის, ნარაზენის, ცაიშის, კორცხელის,
ტყაიას, ნაცატუს, ჩხორიას, ცაცხვის, ჭაქვინჯის მიმართულებით.
თოვლის საფარისაგან იწმინდება ზუგდიდი–ჯიხაშკარი– ჩხოროწყუ,
ზუგდიდი–წალენჯიხა–ჩხოროწყუ–სენაკი, მარტვილი–ტალერი–ჩხოროწყუს
მიმართულებით. გზების გაწმენდა უახლოეს საათებში დაიწყება
ფახულანში.
"ენერგო პრო ჯორჯიას" ინფორმაციით, ელექტროენერგია მოსახლეობას და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან
ობიექტებსუწყვეტ რეჟიმში მიეწოდება.
მასალის გამოყენების პირობები