ზუგდიდში ,,ინკლუზიური განათლების მონიტორინგის" ფარგლებში პარტნიორული ქსელი შეიქმნა
ასოციაციაში ,,დეა" პროექტის ,,ინკლუზიური განათლების მონიტორინგის"
ფარგლებში,სადისკუსიო – საკონსულტაციო
შეხვედრა გაიმართა.მას სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო
რწმუნებულის, ადგილობრივი თვითმმათველობის, არასამთავრობო
ორგანიზაციებისა და სახალხო დამცველის აპარატის ზუგდიდის ოფისის
წარმომადგენლები დაესწრნენ. შეხვედრის მიზანია ზუგდიდში
ინკლუზიური განათლების დამკვიდრების ხელშეწყობისთვის პარტნიორული
ქსელის შექმნა.
პროექტს ,,ინკლუზიური განათლების მონიტორინგი" ასოციაცია, ორგანიზაცია
" GNNT ჯგუფთან" ერთად, მიმდინარე წლის
აგვისტოდან ევროპის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.
აღნიშნული პროექტი, მონაწილეობითი მონიტორინგისა და ადვოკატირების
გზით, ინკლუზიური განათლების პოლიტიკის ეფექტურ განხორციელებას
ისახავს
მიზნად.
მასალის გამოყენების პირობები