ახალი ამბები
კახა კალაძე - ხუდონჰესი აშენდება
ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე "ხუდონჰესის" პროექტის შეჩერებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს.

"მიმდინარეობს მოლაპარაკებები და როდესაც გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ყველაფერი გახდება ცნობილი. აშენებით აშენდება, რადგან ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი პროექტია როგორც ენერგეტიკულ, ისე ეკონომიკურ ჭრილში. ასეთი მასშტაბური პროექტების განხორციელება ხელს უწყობს როგორც ქვეყნის განვითარებას, ისე ახალი სამუშაო ადგილების შექმნას. შესაბამისად, ასეთი მასშტაბური პროექტების განხორციელებას ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ მივესალმებით", - განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, "ხუდონჰესის" ინვესტორი კომპანია "ტრანს ელექტრიკას" ტექნიკურმა დირექტორმა დავით მირცხულავამ რამდენიმე კვირის წინ სახვადასხვა მედიასაშუალებებთან საუბრისას აღნიშნა, რომ პროექტი ამ ეტაპზე გაჩერებულია.

ჰესის მშენებლობის შემთხვევაში "ტრანს ელექტრიკა" 1,2 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტირებას გეგმავს.



Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
კარგი იდეა წარმატებული ბიზნესის დასაწყისია, მაგრამ მხოლოდ იდეა საკმარისი არ არის.
სექციური დივანი ხშირად მისაღები ოთახის მთავარი აქცენტია.
იმუნოლოგიური კვლევები გამოიყენება იმუნური სისტემის მუშაობის შესაფასებლად.
სტატია
დღის სიახლეები
30 / აპრილი 2026
სამეგრელოში მეთევზეთა მფარველ ღვთაებად მიიჩნეოდა ზებერდე . ზებედობა კი მისი სახელობის გაზაფხულის დღესასწაული იყო, რომელიც თევზაობისა და ნაოსნობის დაწყებამდე იმართებოდა.
23 / აპრილი 2026
დღევანდელ გადაცემაში საუბარია ბრწყინვალე შვიდეულის კვირაზე - მეგრულად „თანაფაზე“ (სავსე აღდგომა), რომელიც მრავალ უძველეს რიტუალსა და ტრადიციას აერთიანებს.
16 / აპრილი 2026
სამეგრელოში აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული "თანაფა" უძველესი ტრადიციებითა და მდიდარი სემანტიკური მნიშვნელობით გამოირჩევა.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
30 / აპრილი 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.