რეგიონი
ზუგდიდის მერიასთან შიდამოვაჭრეები საპროტესტო აქციას მართავენ
ზუგდიდის ბაზრის შიდამოვაჭრეები სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში არიან შეკრებილები და მერთან ირაკლი გოგოხიასთან შეხვედრას ითხოვენ. ისინი გარევაჭრობას აპროტესტებენ და ამბობენ, რომ მათ მომხმარებელი არ ჰყავთ, რადგან მოსახლეობის დიდი ნაწილი პროდუქტს ბაზრის გარე ტერიტორიაზე ყიდულობს.

„მომხმარებელი არ გვყავს, ყველას სესხი გვაქვს აღებული, როგორ ვარჩინოთ ოჯახები...ჩვენ გადასახადი გვეზრდება, გარე მოვაჭრეებს კი არაფერი არ აქვთ გადასახადი“, - ამბობენ აქციის მონაწილეები.

ამ დროისათვის რამდენიმე მოვაჭრე, სავარაუდოდ, მერიის წარმომადგენელთან შეხვედრაზე იმყოფება.

ქალაქ ზუგდიდის ადგილობრივი თვითმართველობა გარევაჭრობის რეგულაციის წესთან დაკავშირებით მუშაობს,წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, გარევაჭრობისთვის განკუთვნილი ადგილები არ უნდა აფერხებდეს, როგორც ქვეითთა, ასევე ავტოსატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილებას. ამასთან, დაცული უნდა იყოს სანიტარულ-ჰიგიენური მოთხოვნები და უსაფრთხოების წესები. უნდა აიკრძალოს მალფუჭებადი პროდუქტით ვაჭრობა. ამავე დოკუმენტის მიხედვით, გარევაჭრობა ნებადართული იქნება ისეთი საქონლით როგორებიცაა: ჟურნალ-გაზეთები, წიგნები, ყვავილები და ხილ-ბოსტნეული.

ცნობისთვის, ზუგდიდში გარევაჭრობის პრობლემა წლებია მოუგვარებელია. მოვაჭრეების ნაწილი გარევაჭრობის ნებართვას ითხოვს, რასაც ბაზრის შიგნით მომუშავე ადამიანები ეწინააღმდეგებიან. აღნიშნულ საკითხზე ათეულობით საპროტესტო აქცია გაიმართა.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
პატარა ბინის მფლობელებისთვის ზაფხულის პერიოდი განსაკუთრებულ გამოწვევებთან არის დაკავშირებული.
სლოვაკეთი ხშირად ევროპის ნაკლებად ცნობილი, თუმცა მეტად შთამბეჭდავი ქვეყანაა. 2026 წელს ის ქართველი მოგზაურებისთვის სულ უფრო პოპულარული ხდება.
კარგი იდეა წარმატებული ბიზნესის დასაწყისია, მაგრამ მხოლოდ იდეა საკმარისი არ არის.
სტატია
დღის სიახლეები
17 / ივნისი 2026
პატარა ბინის მფლობელებისთვის ზაფხულის პერიოდი განსაკუთრებულ გამოწვევებთან არის დაკავშირებული.
11 / ივნისი 2026
„საბედიანო“ - ასე ეწოდებოდა ისტორიულ-გეოგრაფიულ სივრცეს, რომელიც შუა საუკუნეებში დასავლეთ საქართველოს დიდ ნაწილს აერთიანებდა.
11 / ივნისი 2026
სლოვაკეთი ხშირად ევროპის ნაკლებად ცნობილი, თუმცა მეტად შთამბეჭდავი ქვეყანაა. 2026 წელს ის ქართველი მოგზაურებისთვის სულ უფრო პოპულარული ხდება.
ოდაბადეშ კინოხონი
11 / ივნისი 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივნისი 2026 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.