„ერთად დავამარცხოთ ტუბერკულოზი“ - ღონისძიება სასულიერო გიმნაზიაში (ვიდეო)
16:24 / 22.03.2017
ზუგდიდის წმინდა გიორგის სახელობის გიმნაზიაში ტუბერკულოზთან ბრძოლის
დღესთან დაკავშირებით ღონისძიება
გაიმართა. გიმნაზიის მოსწავლეებმა ტუბერკულოზის გამომწვევ მიზეზებზე,
მათი პრევენციის გზებსა და ამ სენით დაავადებულ ცნობილი ადამიანების
ცხოვრებაზე ისაუბრეს. ღონისძიებას სამედიცინო სფეროსა და საზოგადოების
სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.
„ჩვენს ბავშვებს აქვთ იმედიანი განწყობა, რომ ტუბერკულოზი
არის დაძლევადი და იციან, რომ არ შეიძლება ამ სენით დაავადებული
ადამიანების იზოლირება“, - თქვა გიმნაზიის დირექტორმა მანანა
ნაჭყებიამ.
ტუბერკულოზთან ბრძოლის კვირეული პაციენტთა კავშირის ინიციატივით
ტარდება. მისი წარმომადგენლის თიკო ხარებავას თქმით, ორგანიზაციის
სურვილია, რომ მსგავს ღონისძიებებში სხვა სკოლებიც ჩაერთონ.
„ჩვენ გავაკეთეთ კვირეული, რომელიც გუშინ დაიწყო ფრანგულ სკოლაში,
დღეს კი წმინდა გიროგის სახელობის გიმნაზიაში გაგრძელდა. ძალიან დიდი
მადლობა მინდა ვუთხრა ყველას, მოწვეულ სტუმრებსა და ორგანიზატორებს“,
- აღნიშნა ხარებავამ.
ცნობისთვის, ტუბერკულოზის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღე 24
მარტს აღინიშნება.
ზუგდიდში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სამოსისა და ფეხსაცმლის მაღაზია „Sense“ გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხსა და ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს.
ზუგდიდში ბავშვებისთვის განსაკუთრებული სივრცე „Happy Peppi” გაიხსნა. ახალ გასართობ ცენტრში პატარებს ზღაპრული სამყაროს გმირები, ფერადი ატრაქციონები და მრავალფეროვანი აქტივობები ელოდებათ.
დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ ძველი სამეგრელოს ერთ-ერთ გამორჩეულ მითოლოგიურ პერსონაჟზე - გუნიაზე, რომელიც ხალხური რწმენით ახალშობილთა მფარველ სულად მიიჩნეოდა.
დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ აშუბების საგვარეულო სალოცავზე - აბაანიხაზე, რომელიც თანამედროვე აფხაზეთში ერთ-ერთ მნიშვნელოვან რელიგიურ-კულტურულ ძეგლად მიიჩნევა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები