ზუგდიდში იძულებით გადაადგილებულმა პირებმა დევნილთა სამმართველოში
კომისიის გადაწყვეტილება გააპროტესტეს, რომლის
თანახმადაც მათი მოთხოვნა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფასთან
დაკავშირებით ისევ არ დაკმაყოფილდა. ისინი სამინისტროს
წარმომადგენლებთან შეხვედრას ითხოვდნენ.
დევნილების თქმით, მათი ოჯახები გაუსაძლის პირობებში ცხოვრობენ და
უკვე, წლებია, ბინებს ელოდებიან.
„წელს 11, 5 ქულა მაქვს, მაგრამ მაინც არ ვარ სიაში. 8, 9
ქულიანებს მისცეს და ვერ ვხვდები, მე რატომ არ მომცეს“, -
თქვა ერთ-ერთმა დევნილმა ვალენტინა აბაკელიამ.
დევნილთა პროტესტს უპასუხეს სამმართველოში, სადაც მინისტრის მოადგილემ
გოგი ფაცაციამ და დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის წევრებმა
იძულებით გადაადგილებული პირები ინდივიდუალურად მიიღეს. ფაცაციას
განცხადებით, მათ საცხოვრებელი ფართებით ეტაპობრივად
უზრუნველყოფენ.
„თვითონ დევნილები ამბობენ, რომ მძიმე მდგომარეობაში არიან,
თუმცა არ აქვთ ექსპერტიზის დასკვა, მიდის მონიტორინგის ჯგუფი და
ხვდება ნორმალური საცხოვრებელი. თავადაც უნდა გააკეთონ კოსმეტიკური
რემონტი“, - აღნიშნა ფაცაციამ.
დევნილთა და განსახლების სამინისტრომ დღეს იმ დევნილი ოჯახების სია
გამოქვეყნა, ვისაც ბინები გადაეცემათ. 144 ოჯახი ბარამიას ქუჩაზე,
თორმეტსართულიან კორპუსში საცხოვრებელ ფართს მიიღებს.
ზუგდიდში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სამოსისა და ფეხსაცმლის მაღაზია „Sense“ გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხსა და ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს.
ზუგდიდში ბავშვებისთვის განსაკუთრებული სივრცე „Happy Peppi” გაიხსნა. ახალ გასართობ ცენტრში პატარებს ზღაპრული სამყაროს გმირები, ფერადი ატრაქციონები და მრავალფეროვანი აქტივობები ელოდებათ.
დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ ძველი სამეგრელოს ერთ-ერთ გამორჩეულ მითოლოგიურ პერსონაჟზე - გუნიაზე, რომელიც ხალხური რწმენით ახალშობილთა მფარველ სულად მიიჩნეოდა.
დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ აშუბების საგვარეულო სალოცავზე - აბაანიხაზე, რომელიც თანამედროვე აფხაზეთში ერთ-ერთ მნიშვნელოვან რელიგიურ-კულტურულ ძეგლად მიიჩნევა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები