შვიდკაცა რაგბიში სამეგრელოს ღია ჩემპიონატი მიმდინარეობს (ვიდეო)
17:16 / 05.04.2017
ფოთის სარაგბო ბაზაზე დაიწყო სამეგრელოს ღია ჩემპიონატი
ლელოსა და შვიდკაცა რაგბიში. შეჯიბრში ფოთის,
ზუგდიდის, აბაშის, ჩხოროწყუს,
წალენჯიხის, სენაკის, ხობის, მარტვილის, ჩოხატაურისა და ხონის გუნდები
მონაწილეობენ.
შეხვედრები 12 აპრილს - აბაშაში, 19 აპრილს - ჩოხატაურში, 15 აპრილს -
სენაკში, 26 აპრილს - წალენჯიხაში, 3 მაისს - მარტვილში, 10 მაისს -
ხობში, 17 მაისს - ჩხოროწყუში და 24 მაისს ზუგდიდში
ჩატარდება. ფინალური შეხვედრა კი 28 მაისს 15 საათზე ფოთის
რაგბის სტადიონზე გაიმართება.
სპორტული ღონისძიების გახსნას სამეგრელო-ზემო სვანეთის
გუბერნატორი ლევან შონია, ქალაქის მერთან, საკრებულოს
თავმჯდომარესთან, ლელოს ფედერაციის პრეზიდენტთან, რაგბის ფედერაციის
წარმომადგენლებთან და ვეტერან რაგბისტებთან ერთად დაესწრო.
ჩემპიონატი საქართველოს ლელოს ფედერაციისა და სამეგრელოს რეგიონის
ოლიმპიური კომიტეტის ორგანიზებით ტარდება.
ზუგდიდში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სამოსისა და ფეხსაცმლის მაღაზია „Sense“ გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხსა და ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს.
ზუგდიდში ბავშვებისთვის განსაკუთრებული სივრცე „Happy Peppi” გაიხსნა. ახალ გასართობ ცენტრში პატარებს ზღაპრული სამყაროს გმირები, ფერადი ატრაქციონები და მრავალფეროვანი აქტივობები ელოდებათ.
დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ ძველი სამეგრელოს ერთ-ერთ გამორჩეულ მითოლოგიურ პერსონაჟზე - გუნიაზე, რომელიც ხალხური რწმენით ახალშობილთა მფარველ სულად მიიჩნეოდა.
დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ აშუბების საგვარეულო სალოცავზე - აბაანიხაზე, რომელიც თანამედროვე აფხაზეთში ერთ-ერთ მნიშვნელოვან რელიგიურ-კულტურულ ძეგლად მიიჩნევა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები