არასამთავრობოებს ფინანსური ანგარიშების გამჭვირვალობის დეკლარაცია გააცნეს (ვიდეო)
19:05 / 11.04.2017
ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, საზოგადოებრივმა
ორგანიზაციამ ,,სიდა" ადგილობრივ არასამთავრობოებს
ფინანსური ანგარიშების გამჭვირვალობის დეკლარაცია გააცნო. დეკლარაციის
პრეზენტაცია თბილისში რამდენიმე თვის წინ გაიმართა, რომელსაც ხელი
18-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ მოაწერა. ამჟამად მას 33 ხელმომწერი
ჰყავს, მათ შორის, როგორც თბილისში, ისე რეგიონში მომუშავე
საზოგადოებრივი ორგანიზაციები.
ხელმოწერი თითოეული მათგანი პასუხისმგებლობას იღებს პროაქტიულად
გამოაქვეყნოს ინფორმაცია მათი მიზნების, დაგეგმილი და განხორციელებული
საქმიანობების, განხორციელების ვადების, დონორების და დაფინანსების
რაოდენობის შესახებ.აღნიშნული ინფორმაცია რეგულარულად თავსდება
სამოქალაქო ორგანიზაციების ახალ ვებპორტალზე.
შეხვედრის მონაწილეებს ფინანსურ საკითხებში კონსულტაცია გაეწიათ,
კონსულტანტმა ადგილობრივ ორგანზიაციებს მიაწოდა ინფორმაცია ისეთ
საკითხებზე, როგორებიცაა: ფინანსური მენეჯმენტი და ანგარიშგება,
ორგანიზაციის ხარჯების ოპტიმიზაცია, საპროექტო განაცხადის ბიუჯეტის
შედგენა და სხვა.
ზუგდიდში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სამოსისა და ფეხსაცმლის მაღაზია „Sense“ გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხსა და ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს.
ზუგდიდში ბავშვებისთვის განსაკუთრებული სივრცე „Happy Peppi” გაიხსნა. ახალ გასართობ ცენტრში პატარებს ზღაპრული სამყაროს გმირები, ფერადი ატრაქციონები და მრავალფეროვანი აქტივობები ელოდებათ.
დღევანდელი ჩვენი რადიოგადაცემის თემაა „გულიერობა“ - აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ გულეიკარში, ყოველ 12 აგვისტოს გამართული ტრადიციული ხატობის დღესასწაული.
დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ ძველი სამეგრელოს ერთ-ერთ გამორჩეულ მითოლოგიურ პერსონაჟზე - გუნიაზე, რომელიც ხალხური რწმენით ახალშობილთა მფარველ სულად მიიჩნეოდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები