რეგიონი
გარე ვაჭრობის აკრძალვის განხილვა სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე (ვიდეო)
ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს სხდომაზე ხმაური გამოიწვია გარე ვაჭრობის რეგულირების წესის განხილვამ. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წევრები დაინტერესდნენ, თუ რატომ შევიდა დღევანდელი სხდომის დღის წესრიგში აღნიშნული საკითხი, მაშინ, როცა ადგილობრივ თვითმმართველობას მოცემული წესის რეგულაციაზე შეხვედრები უნდა გაეგრძელებინა. საკრებულომ გარე ვაჭრობის რეგულირების წესი ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა. 

წითლიძის შეფასებით, გადაწყვეტილება ნაჩქარევადაა მიღებული და ხელისუფლება არ ითვალისწინებს გარემოვაჭრეების აზრს. მას საკრებულოს წევრმა თენგიზ ხარჩილავამ უპასუხა და თქვა, რომ მსგავსი ფაქტები „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების პირობებში ხდებოდა. საკრებულოს წევრებს შორის დაწყებული შელაპარაკება ურთიერთბრალდებებსა და სიტყვიერ შეურაცხყოფაში გადაიზარდა, რის შემდეგაც ხარჩილავამ ოთახი დატოვა. დაპირისპირება სხდომის დასრულების შემდეგ მცირე ხნით ფოეიშიც გაგრძელდა.

„მერის მხრიდან იყო დაპირება, რომ საკრებულო საკითხს არ მიიღებდა მანამ, სანამ არ შეჯერდებოდა მოვაჭრეების, გარემოვაჭრეების, არასამთავრობოებისა, ოპოზიციისა და ხელისუფლების პოზიციები და გადაწყვეტილებას მივიღებდით ერთობლივად. ქალაქის იერსახის მოწესრიგება ყველას ინტერესებშია, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ გადაწყვეტილება მიიღო ასე სწრაფად და არ გაითვალისწინო სხვების აზრი“, - აღნიშნა წითლიძემ.

საკითხს „შემოგდებულს“ უწოდებს ბათლომე შელიაც და ამბობს, რომ მიღებული გადაწყვეტილება მისთვის გაუგებარი და მიუღებელია. 

„ბოლომდე ვიყავით ჩართული ოპოზიციის წარმომადგენლები პროცესში, მაგრამ დღეს ხელისუფლებამ მაინც თავად მიიღო გადაწყვეტილება. არ ვენდობი, რადგან ეს არ არის ხელისუფლება, რომელიც უმტკივნეულოდ ჩაატარებს ამ პროცესს“, - თქვა ჟურნალისტებთან შელიამ.

ოპოზიციისგან განსხვავებით, ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრები ამტკიცებენ, რომ გადაწყვეტილება "ყველა პრინციპის დაცვით" მიიღეს.

ახლად დამტკიცებული რეგულაციის მიხედვით, გარე ვაჭრობა ქალაქის 15 ქუჩაზე აიკრძალება, თუმცა, ყვავილების, სუვენირების, წიგნებისა და ჟურნალ-გაზეთების გასაყიდად მოწყობილობების დადგმისთვის ნებართვა გაიცემა. სხდომაზე ითქვა, რომ გარემოვაჭრეები ალტერნატიული ფართით დაკმაყოფილდებიან, რაშიც ოპოზიციის წარმომადგენლებს ეჭვი ეპარებათ. 

გარე ვაჭრობის წესის რეგულაცია ძალაში რამდენიმე დღეში შევა.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
თიბისი, საქართველოს მასშტაბით, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ხელმისაწვდომობას ზრდის და მომხმარებლებს დამატებით სარგებელს სთავაზობს.
მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ინდ მეწარმე კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ 500 000 ლარამდე ერთობლივ შემოსავალზე მხოლოდ 1%-იან საშემოსავლო გადასახადს იხდის.
ზუგდიდში ახალი გასტრონომიული სივრცე „სოხუმის ეზო“ გაიხსნა, რომელიც ამავე სახელწოდების სასტუმროს ტერიტორიაზე მდებარეობს.
სტატია
დღის სიახლეები
30 / სექტემბერი 2026
თიბისი, საქართველოს მასშტაბით, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ხელმისაწვდომობას ზრდის და მომხმარებლებს დამატებით სარგებელს სთავაზობს.
26 / სექტემბერი 2026
მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ინდ მეწარმე კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ 500 000 ლარამდე ერთობლივ შემოსავალზე მხოლოდ 1%-იან საშემოსავლო გადასახადს იხდის.
14 / აგვისტო 2026
დღევანდელი ჩვენი რადიოგადაცემის თემაა „გულიერობა“ - აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ გულეიკარში, ყოველ 12 აგვისტოს გამართული ტრადიციული ხატობის დღესასწაული.
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ოქტომბერი 2026 »»
ო ს ო ხ პ შ კ
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.