ლევან თორია - ტენდერები „ქართული ოცნების“ გამდიდრების წყაროდ იქცა (ვიდეო)
19:41 / 21.04.2017
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ოფისის წევრი ლევან თორია
ადგილობრივ ხელისუფლებას კორუფციაში
ადანაშაულებს. მისი თქმით, ტენდერები ,,ქართული ოცნების’’ გამდიდრების
წყაროდ იქცა. მისივე მტკიცებით, კომპანია ,,აკა ენერჯი’’,
რომელიც ზუგდიდში გარე განათების მოწყობაზე გამოცხადებულ ტენდერებს
2015 წლიდან იგებს, ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძესთან
დაახლოებული პირის კომპანიაა. ის ამბობს, რომ მას აქვს იმის
დამადასტურებელი დოკუმენტები, რომ ზუგდიდის მერია ამ კომპანიისთვის
ტენდერებში იმ მოთხოვნებს აწესებს, რასაც მხოლოდ აღნიშნული კომპანია
აკმაყოფილებს.
,,ახლაც გამოცხადებულია იგივე კატეგორიის ტენდერი და პრეტენდენტებს 1
მილიონი ლარის ღირებულების სამუშაო გამოცდილება მოეთხოვებათ, რაც
სწორედ ,,აკა ენერჯის’’ აქვს, ლამპიონების მონტაჟის წინა ტენდერებში
გამარჯვებიდან გამომდინარე. სწორედ ეს არის პოლიტიკური კორუფციის
მაგალითი, რომელშიც კახა კალაძესთან ერთად ადგილობრივი ხელისუფლების
მაღალჩინოსნები არიან ჩართულნი,’’- აღნიშნა თორიამ.
თავის მხრივ, ზუგდიდის მერიაში აცხადებენ, რომ ნაციონალური მოძრაობის
წევრის ბრალდებები უსაფუძვლოა და თორიას განცხადებაზე კომენტარს არ
გააკეთებენ.
ზუგდიდში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სამოსისა და ფეხსაცმლის მაღაზია „Sense“ გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხსა და ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს.
ზუგდიდში ბავშვებისთვის განსაკუთრებული სივრცე „Happy Peppi” გაიხსნა. ახალ გასართობ ცენტრში პატარებს ზღაპრული სამყაროს გმირები, ფერადი ატრაქციონები და მრავალფეროვანი აქტივობები ელოდებათ.
დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ ძველი სამეგრელოს ერთ-ერთ გამორჩეულ მითოლოგიურ პერსონაჟზე - გუნიაზე, რომელიც ხალხური რწმენით ახალშობილთა მფარველ სულად მიიჩნეოდა.
დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ აშუბების საგვარეულო სალოცავზე - აბაანიხაზე, რომელიც თანამედროვე აფხაზეთში ერთ-ერთ მნიშვნელოვან რელიგიურ-კულტურულ ძეგლად მიიჩნევა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები