რეგიონი
გუბერნატორი აშშ-ის საელჩოს რეგიონული უშიშროების ატაშეს პიტერ სიდს შეხვდა
სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიამ აშშ-ის საელჩოს უსაფრთხოების რეგიონული უშიშროების ატაშეს პიტერ სიდს უმასპინძლა. მან დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენელს რეგიონში არსებული ვითარება გააცნო.

„წელს მნიშვნელოვანი თარიღია, ჩვენი ქვეყნები დიპლომატიური ურთერთობის დამყარების 25 წლისთავს აღნიშნავენ. მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ, ამ წლების განმავლობაში ამერიკის შეერთებული შტატების და ამერიკელი ხალხის მიერ გაწეული დახმარებისთვის. ჩვენ ახლაც USAID-თან ერთად მნიშვნელოვან პროექტს ვახორციელებთ, რომელიც ხელს ტურიზმის განვითარებას და ჩვენი რეგიონის ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციას უწყობს ხელს, ასევე ერთობლივად ვმუშაობთ ანაკლია-განმუხურის განვითარების გენერალური გეგმის შესაქმნელად", - განაცხადა შონიამ შეხვედრაზე.

აშშ-ისა და საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების საიუბილეო წელთან დაკავშირებით 24-28 აპრილს ზუგდიდში ამერიკის დღეები იმართება.

ცნობისთვის, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საქართველოს დამოუკიდებლობა 1991 წლის 25 დეკემბერს ცნო. ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობა კი 1992 წლის 23 აპრილს დაიწყო, როცა თბილისში აშშ-ის საელჩო დაარსდა.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდში ახალი გასტრონომიული სივრცე „სოხუმის ეზო“ გაიხსნა, რომელიც ამავე სახელწოდების სასტუმროს ტერიტორიაზე მდებარეობს.
ზუგდიდში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სამოსისა და ფეხსაცმლის მაღაზია „Sense“ გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხსა და ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს.
ზუგდიდში ბავშვებისთვის განსაკუთრებული სივრცე „Happy Peppi” გაიხსნა. ახალ გასართობ ცენტრში პატარებს ზღაპრული სამყაროს გმირები, ფერადი ატრაქციონები და მრავალფეროვანი აქტივობები ელოდებათ.
სტატია
დღის სიახლეები
14 / აგვისტო 2026
დღევანდელი ჩვენი რადიოგადაცემის თემაა „გულიერობა“ - აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ გულეიკარში, ყოველ 12 აგვისტოს გამართული ტრადიციული ხატობის დღესასწაული.
04 / აგვისტო 2026
ზუგდიდში ახალი გასტრონომიული სივრცე „სოხუმის ეზო“ გაიხსნა, რომელიც ამავე სახელწოდების სასტუმროს ტერიტორიაზე მდებარეობს.
31 / ივლისი 2026
დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ ძველი სამეგრელოს ერთ-ერთ გამორჩეულ მითოლოგიურ პერსონაჟზე - გუნიაზე, რომელიც ხალხური რწმენით ახალშობილთა მფარველ სულად მიიჩნეოდა.
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« სექტემბერი 2026 »»
31 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 1234
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.