რუსი ე.წ. მესაზღვრეების მიერ დაკავებულების ოჯახი ხვალიდან აქციებს იწყებს (ვიდეო)
16:24 / 25.04.2017
გალში ინციდენტებისა პრევენციისა და მათზე რეაგირების ფარგლებში მორიგ
შეხვედრაზე დაკავებულ
მამა-შვილთან დაკავშირებით ისაუბრეს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს
სუს-ის წარმომადგენელმა კახაბერ ქემოკლიძემ განუცხადა. მისი თქმით,
დე-ფაქტო ხელისუფლება როგავებს საზღვრის უკანონო გადაკვეთას, ხოლო
პაატა როგავას დაკავებისას საოკუპაციო ჯარის წარმომადგლენლის მიმართ
ძალის გამოყენებასა და ფიზიკურ შეურაცხყოფასაც ედავება. მამა-შვილს 2
თვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ.
„მათი მტკიცებით, დაკავებულები სოხუმის ე.წ. წინასწარი
დაკავების იზოლატორში იმყოფებიან და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა
სტაბილურია. ამ საქმესთან დაკავშირებით ბევრი კითხვის ნიშანი
არსებობს. ხელისუფლება და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური
გააკეთებს მაქსიმუმს, რათა ეს ადამიანები გათავისუფლდნენ უკანონო
პატიმრობიდან“, - აღნიშნა ქემოკლიძემ.
ქემოკლიძეს ენგურის ხიდზე დახვდნენ როგავების ოჯახის წევრები. მათ
დე-ფაქტო ხელისუფლების ბრალდებების არ სჯერათ და ხვალიდან აქციებს
გეგმავენ.
„ხვალიდან ბავშვებთან, ნათესავებთან ერთად გამოვალ, აქ
დავდგებით და გზას გადავკეტავთ. ჩვენ მეტი გზა არ
დაგვრჩენია“, - თქვა პაატა როგავას დამ თინათინ როგავამ.
ცნობისთვის, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ენგურის მიმდებარე
ტერიტორიაზე არჩიკო და პაატა როგავები 5 აპრილს დააკავეს.
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;
მეგრელი ადამიანის ყოფაში ერთი, თითქოს უმნიშვნელო ნაგებობა, ფაცხა მთელი კულტურის, ტრადიციისა და რწმენის მატარებელი იყო. ფაცხა არ იყო მხოლოდ თავშესაფარი, ის იყო სატკივარის, სიხარულის, საწყისის და დასრულების ადგილი.
დღევანდელ გადაცემაში საუბარია ,,ილორობაზე", ერთ-ერთ ყველაზე ძველ და უჩვეულო დღესასწაულზე, რომელიც განსაკუთრებული მნიშვნელობით გამოირჩეოდა დასავლეთ საქართველოში , კერძოდ სამეგრელოში.
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები