რეგიონი
გარდაცვლილი ახალგაზრდის ოჯახი ექიმის დასჯას ითხოვს (ვიდეო)
გარდაცვლილი 19 წლის შოთიკო ცირგაიას ოჯახის წევრებმა ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფოს ეზოში საპროტესტო აქცია გამართეს. მათ არ სჯერათ მედიკოსების ვერსიის, რომ ახალგაზრდა პნევმონიით გარდაიცვალა. ისინი საქმის გამოძიებასა და დამნაშავეების დასჯას ითხოვენ.

ცირგაიას დედის ირინა წურწუმიას თქმით, უკვე 5 თვე გავიდა მისი შვილის გარდაცვალებიდან და დღემდე არ იციან, თუ რეალურად რამ გამოიწვია ეს ფაქტი. გარდაცვლილის ახლობლები ექიმის დასჯას მოითხოვენ.

„გთხოვთ, მიიტანოთ ჩემი ტკივილი გულთან. დღეს იმიტომ მოვედი აქ, რომ გავიგო, რატომ არ შეუჩერეს სტატუსი ექიმს, ნუთუ 5 თვე სჭირდება სიმართლის დადგენას“, - თქვა გარდაცვლილის დედამ ირინა წურწუმიამ.

ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფოს სამედიცინო მენეჯერის ნიკოლოზ ჭეჟიას განმარტებით, ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტომ აღნიშნული საქმე უკვე შეისწავლა და დასკვნას ელოდებიან. მისივე თქმით, სწორედ ამ დოკუმენტის საფუძველზე მიიღებენ გადაწყვეტილებას კონკრეტულ მედპერსონალთან დაკავშირებით.

ოჯახის ინფორმაციით, პაციენტი პირველად სამედიცინო დაწესებულებაში 2016 წლის 17 ნოემბერს მოათავსეს. პნევმონიის დიაგნოზის მკურნალობის შემდეგ ავადმყოფი სახლში გაწერეს, თუმცა მისი მდგომარეობა რამდენიმე დღეში დამძიმდა და კვლავ საავადმყოფოში გადაიყვანეს. 30 ნოემბერს კი პაციენტის თბილისში გადაყვანა გახდა აუცილებელი, თუმცა ავადმყოფი რეფერირებისას გარდაიცვალა.


ამავე თემაზე:

გარდაცვლილი შოთიკო ცირგაიას დედამ შიმშილობა შეწყვიტა

გარდაცვლილის დედა ზუგდიდის საავადმყოფოს ეზოში შიმშილობს (ვიდეო) 

ზუგდიდის საავადმყოფოს ექიმებს 19 წლის ახალგაზრდის გარდაცვალებაში ადანაშაულებენ
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
ქალაქ ზუგდიდში მოქმედი მულტიპროფილური დიაგნოსტიკური ცენტრი ჯან-მედი ერთი წლის გახდა.
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
დღის სიახლეები
13 / მაისი 2024
დღეს ზუგდიდის ცენტრალურ მოედანზე, გამსახურდიას ძეგლთან შოთა მესხიას ზუგდიდის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტები აქციას სახელწოდებით " არა რუსულ კანონს, კი ევროპას" 17:00 საათზე გამართავენ.
13 / მაისი 2024
ზუგდიდის შოთა მესხიას სახელმწიფო - სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილი ეხმაურება ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს და აცხადებს, რომ სურთ საჯაროდ და მკაფიოდ დააფისქირონ საკუთარი პოზიცია:
13 / მაისი 2024
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე „აგენტების კანონი“ მესამე მოსმენით განიხილეს და მხარი დაუჭირეს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 14 °C
img
სოხუმი 13 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 7 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.