რეგიონი
გარდაცვლილი შოთიკო ცირგაიას დედა გაათავისუფლეს
ზუგდიდის რაიონული სამმართველოდან უკვე გამოვიდნენ გარდაცვლილი 19 წლის შოთიკო ცირგაიას ოჯახის წევრები და მეზობლები, რომლებიც სამმართველოსთან გზის გადაკეტვის მცდელობისთვის დააკავეს. ცირგაიას დედის, ირინა წურწუმიას თქმით, სამართალდამცავები მათ დაჰპირდნენ, რომ ცირგაიას გარდაცვალების საქმეზე გამოძიება დაჩქარებულად წარიმართება. ამასთან, მათ ოჯახის წევრებს მოუწოდეს, გზის გადაკეტვისგან თავი შეიკავონ. წურწუმიას განმარტებით, ისინი ამ ეტაპზე აქციებს წყვეტენ და გამოძიების შემდგომ ქმედებებს დაელოდებიან.

ცნობისთვის, გარდაცვლილის ნათესავებმა დღეს აქცია ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოშიც გამართეს. ცირგაიას ახლობლის თეა წულაიას თქმით, აქციის მონაწილეები ახალგზარდის გარდაცვალების მიზეზის დადგენასა და დამნაშავის დასჯას ითხოვენ.

ოჯახის ინფორმაციით, პაციენტი პირველად სამედიცინო დაწესებულებაში 2016 წლის 17 ნოემბერს მოათავსეს. პნევმონიის დიაგნოზის მკურნალობის შემდეგ ავადმყოფი სახლში გაწერეს, თუმცა მისი მდგომარეობა რამდენიმე დღეში დამძიმდა და კვლავ საავადმყოფოში გადაიყვანეს. 30 ნოემბერს კი პაციენტის თბილისში გადაყვანა გახდა აუცილებელი, თუმცა ავადმყოფი რეფერირებისას გარდაიცვალა.


ამავე თემაზე:

ზუგდიდის საავადმყოფოს ექიმებს 19 წლის ახალგაზრდის გარდაცვალებაში ადანაშაულებენ 

გარდაცვლილის დედა ზუგდიდის საავადმყოფოს ეზოში შიმშილობს (ვიდეო) 

გარდაცვლილი შოთიკო ცირგაიას დედამ შიმშილობა შეწყვიტა

გარდაცვლილი ახალგაზრდის ოჯახი ექიმის დასჯას ითხოვს (ვიდეო)

გარდაცვლილი ცირგაიას დედა და ახლობლები დააკავეს

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
თიბისი, საქართველოს მასშტაბით, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ხელმისაწვდომობას ზრდის და მომხმარებლებს დამატებით სარგებელს სთავაზობს.
მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ინდ მეწარმე კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ 500 000 ლარამდე ერთობლივ შემოსავალზე მხოლოდ 1%-იან საშემოსავლო გადასახადს იხდის.
ზუგდიდში ახალი გასტრონომიული სივრცე „სოხუმის ეზო“ გაიხსნა, რომელიც ამავე სახელწოდების სასტუმროს ტერიტორიაზე მდებარეობს.
სტატია
დღის სიახლეები
30 / სექტემბერი 2026
თიბისი, საქართველოს მასშტაბით, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ხელმისაწვდომობას ზრდის და მომხმარებლებს დამატებით სარგებელს სთავაზობს.
26 / სექტემბერი 2026
მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ინდ მეწარმე კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ 500 000 ლარამდე ერთობლივ შემოსავალზე მხოლოდ 1%-იან საშემოსავლო გადასახადს იხდის.
14 / აგვისტო 2026
დღევანდელი ჩვენი რადიოგადაცემის თემაა „გულიერობა“ - აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ გულეიკარში, ყოველ 12 აგვისტოს გამართული ტრადიციული ხატობის დღესასწაული.
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ოქტომბერი 2026 »»
ო ს ო ხ პ შ კ
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.