მშრომელთა საერთაშორისო სოლიდარობის დღე - აქცია ზუგდიდში (ვიდეო)
16:30 / 01.05.2017
ზუგდიდის ცენტრალურ ბულვარში მშრომელთა საერთაშორისო სოლიდარობის
დღესთან დაკავშირებით
აქცია ჩატარდა. აქციის ორგანიზატორებმა და მონაწილეებმა შრომითი
ინსპექტირების გაძლიერება მოითხოვეს და აღნიშნეს, რომ საქართველოში
ადამიანის უფლებები ამ მხრივ ხშირად ირღვევა.
„ჩვენს ასევე ვითხოვთ, გენდერული კუთხით შრომითი უფლებების
გაძლიერებას, ვითხოვთ, შეიქმნას ძლიერი ინსპექტირების სტურქტურა,
რომელიც შეძლებს თითოეული ადამიანის შრომის უფლების დაცვას“, -
აღნიშნა "სამოქალაქო სოლიდარობისა და თანასწორობის ცენტრის“
ხელმძღვანელმა ციცინო შენგელიამ.
უმცირესობის შრომითი უფლებების დარღვევაზე გაამახვილა ყურადღებაზე
აქციის მონაწილემ ემზარ კვარაცხელიამ.
„განსაკუთრებით მინდა ყურადღება გავამახვილო ტრანსგენდერ ქალებზე,
რომელთაც საერთოდ არ ღებულობენ არცერთ სამუშაო ადგილზე. შესაბამისად,
სახელმწიფომ უნდა შეიმუშავოს რამე კონკრეტული მექანიზმი, რომლითაც
უმცირესობის წარმომადგენლები დასაქმებას შეძლებენ“, - თქვა
კვარაცხელიამ.
პირველი მაისი მშრომელთა საერთაშორისო სოლიდარობის დღეა. ქალთა
მოძრაობის ორგანიზებით, დღეს აქცია საქართველოს სხვადასხვა ქალაქში
გაიმართა. კამპანიას მხარი „ქალთა ფონდმა საქართველოში“ დაუჭირა.
ზუგდიდში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სამოსისა და ფეხსაცმლის მაღაზია „Sense“ გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხსა და ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს.
ზუგდიდში ბავშვებისთვის განსაკუთრებული სივრცე „Happy Peppi” გაიხსნა. ახალ გასართობ ცენტრში პატარებს ზღაპრული სამყაროს გმირები, ფერადი ატრაქციონები და მრავალფეროვანი აქტივობები ელოდებათ.
დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ ძველი სამეგრელოს ერთ-ერთ გამორჩეულ მითოლოგიურ პერსონაჟზე - გუნიაზე, რომელიც ხალხური რწმენით ახალშობილთა მფარველ სულად მიიჩნეოდა.
დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ აშუბების საგვარეულო სალოცავზე - აბაანიხაზე, რომელიც თანამედროვე აფხაზეთში ერთ-ერთ მნიშვნელოვან რელიგიურ-კულტურულ ძეგლად მიიჩნევა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები