რეგიონი
სახელმწიფო აუდიტი: თვითმმართველობებში შიდა აუდიტი არაეფექტურად მუშაობს (ვიდეო)
ზუგდიდში სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წარმომადგენლებმა მუნიციპალიტეტებში ჩატარებული აუდიტების შედეგად გამოვლენილ ხარვეზებსა და გაცემულ რეკომენდაციებზე ისაუბრეს. საჯარო შეხვედრას, რომელიც დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა, ადგილობრივი თვითმმართველობების, შიდა აუდიტის წარმომადგენლები და არასამთავრობო ორგანიზაციები დაესწრნენ.

2016 წელს ჩატარებული აუდიტების შედეგების თანახმად, რამდენიმე სისტემური მიგნება და დარღვევა გამოვლინდა, მათ შორის, ხარვეზები შიდა აუდიტის სამსახურების საქმიანობაში.

უწყების წარმომადგენლების თქმით, შიდა აუდიტის სამსახურები ვერ ახერხებენ დაწესებულებების საქმიანობის სრულყოფისა და ფინანსების მართვის გაუმჯობესებისთვის ხარვეზების აღმოფხვრასა და პრევენციას.

იმ დარღვევებისა თუ პრობლემატური საკითხების დიდი უმრავლესობა, რასაც გამოავლენს ხოლმე სახელმწიფო აუდიტის სამსახური შემოწმების დროს, სამწუხაროდ, შიდა აუდიტის მიერ აღმოჩენილი არ არის. აუდიტის სამსახურები ამ პრობლემებს დროულად ვერ ავლენენ ან არ აქვთ გაცემული შესაბამისი რეკომენდაციები, რაც, გარკვეულწილად, მიუთითებს, რომ ეს სამსახურები არ არის ეფექტური“, - განაცხადა გენერალური აუდიტორის პირველმა მოადგილემ ნინო ლომჯარიამ.

მისივე განმარტებით, საჯარო აუდიტის ინსტიტუტი ტრენინგებს ატარებს, მათ შორის, შიდა აუდიტის თემაზე და დაინტერესების შემთხვევაში, შიდა აუდიტის სამსახურების თანამშრომლებს გადაამზადებენ.

ქალაზ ზუგდიდის მერიის შიდა აუდიტის სამსახურის უფროსი გიორგი ჟვანია ამბობს, რომ ყველა დარღვევა მათი სამსახურის მიერ გამოვლენილი იყო და შესაბამისი რეკომენდაციების გაცემის შემდეგ გამოსწორდა. მისივე თქმით, სამსახურის სახელმწიფო აუდიტის მუშაობის მეთოდოლოგიით ხელმძღვანელობს.

„ჩვენ ვითვალისწინებთ ყველა იმ რეკომენდაციას, რომელსაც იძლევა სახელმწიფო აუდიტის სამსახური“, - აღნიშნა ჟვანიამ.

შეხვედრაზე ყურადღება ასევე გაამახვილეს ადგილობრივი თვითმმართველობების მუშაობაში გამოვლენილ ხარვეზებზე, მათ შორის, დაუსაბუთებელ წარმომადგენლობით ხარჯებზე, შეწყვეტილ პროექტებზე, ქონების განკარგვის პროცესებსა და სხვა პრობლემებზე. ლომჯარიას თქმით, შემოწმების შედეგად აღმოჩნდა, რომ ხშირად ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტს ხშირად შედეგიანად ვერ განკარგავენ.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის რეკომენდაციით, აუცილებელია, რომ მუნიციპალიტეტების წარმომადგენლობითმა და აღმასრულებელმა ორგანოებმა, საკრებულოებმა შესაბამისი წესები შეიმუშაონ, რათა მსგავსი პრობლემები აღმოიფხრას და მათი მუშაობა უფრო ეფქტური გახდეს.

საჯარო განხილვები მსგავსი ფორმატით საქართველოს სხვადასხვა ქალაქში ჩატარდება და მას სახელმწიფო აუდიტის სამსახურსა და USAID-ის პროგრამა „კარგი მმართველობის ინიციატივის“ პროექტის „ აუდიტის პროცესსი მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდის“ ფარგლებში ხორციელდება.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
2024 წლის იანვრიდან, სამეგრელოს რეგიონში მოქმედებს საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთის“ საკონსულტაციო ცენტრი.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა აქტიურად მიმდინარეობს.
ზამთარში თუ შვებულების საინტერესოდ გატარებას გეგმავ, მთავარი მისი სწორად დაგეგმვაა. სწორი გათვლებითა და მცირე დანახარჯებით შეგიძლიათ ოცნების არდადეგები მოიწყოთ.
დღის სიახლეები
14 / იანვარი 2025
ზუგდიდში, 17:00 საათზე სახელმწიფო რმუნებულის ადმინისტრაციის შენობასთან პროევროპული აქცია დღესაც გაიმართება. ამის შესახებ სამოქალაქო სოლიდარობის ფეისბუქ გვერდზე ვკითხულობთ.
14 / იანვარი 2025
პარტია "დროას" წევრი და აქტივისტი მარიამ სიჭინავა სამტრედიის დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს. ამის შესახებ რადიო "ათინათს" დაკავებულის ადვოკატმა როლანდ შონიამ უთხრა.
13 / იანვარი 2025
დღეს ზუგდიდში საპროტესტო აქციაზე „დროას“ წევრი, მარიამ სიჭინავა დააკავეს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
05 / დეკემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« იანვარი 2025 »»
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.