რეგიონი
ზვიად სიჭინავა: ქალაქი რომ შანხაის ბაზარს დაემსგავსა, ეს არის უბედურება და არა სტატუსი (ვიდეო)
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტს ზვიად სიჭინავას ზუგდიდის მერობისთვის ბრძოლა გადაწყვეტილი აქვს. ამის შესახებ სიჭინავამ რადიო „ათინათს“ ქალაქის მერიასთან განუცხადა, სადაც ის, მისივე თქმით, ზუგდიდის თემისა და ქალაქის შესაძლო გაერთიანებასთან დაკავშირებით გამართულ საპროტესტო აქციას აკვირდებოდა. 

„მოვუსმენ ყველას და დავდგები იმ მხარეს, რომელიც ზუგდიდისთვის დადებითი შედეგის მომტანი იქნება“
, - თქვა სიჭინავამ.

რაც შეეხება ქალაქისა და თემის შესაძლო გაერთიანების საკითხს, ის ამბობს, რომ ზუგდიდი თვითმმართველი ქალაქის სტატუსს იმსახურებს.

ქალაქს აქვს საკმაო პოტენციალი, რომელიც, სამწუხაროდ, გამოუყენებელია. ზუგდიდი იმაზე მეტის ღირსია, ვიდრე დღეს. ქალაქი რომ შანხაის ბაზარს დაემსგავსა, ეს არის უბედურება და არა სტატუსი. ქალღალდზე რაც უნდათ, ის დაწერონ“, - თქვა მან.

ცნობისთვის, ზუგდიდის თემისა და ქალაქის შესაძლო გაერთიანებასთან დაკავშირებით მერიის შენობის წინ გამაფრთხილებელი საპროტესტო აქცია გაიმართა. ადგილზე თენგიზ ჯგუშია და გიზო სართანია იმყოფებოდნენ. მოგვიანებით მათ გამგეობის შენობასთან გადაინაცვლებს.

ამავე თემაზე:

ზუგდიდის მერიასთან მუნიციპალიტეტების შესაძლო გაერთიანებას აპროტესტებენ

ზვიად სიჭინავას ზუგდიდის მერობა სურს
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სამოსისა და ფეხსაცმლის მაღაზია „Sense“ გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხსა და ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს.
ზუგდიდში ბავშვებისთვის განსაკუთრებული სივრცე „Happy Peppi” გაიხსნა. ახალ გასართობ ცენტრში პატარებს ზღაპრული სამყაროს გმირები, ფერადი ატრაქციონები და მრავალფეროვანი აქტივობები ელოდებათ.
ბიოლოგიური პროდუქტების მწარმოებელმა კომპანია Atens-მა ჩვენი მოწვევით დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ფერმერებისთვის 3 ტრენინგი გამართა.
სტატია
დღის სიახლეები
ოდაბადეშ კინოხონი
17 / ივლისი 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივლისი 2026 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.