რეგიონი
არასამთავრობოები და ოპოზიცია საკრებულოს დღევანდელ სხდომას უარყოფითად აფასებენ (ვიდეო)
ქალაქ ზუგდიდის საკრებულომ ქალაქისა და თემის გაერთიანების საკითხს მხარი ხმაურისა და სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე დაუჭირა. აღნიშნული გადაწყვეტილება სხდომათა დარბაზში შეკრებილმა არასამთავრობო ორგანიზაციების წევრებმა და რიგითმა მოქალაქეებმა გააპროტესტეს. მათი მტკიცებით, სხდომა პროცედურული დარღვევებით წარიმართა. მათ ასევე გააპროტესტეს ის ფაქტი, რომ მოქალაქეებს არ მიეცათ საშუალება განხილვაში მონაწილეობა მიეღოთ.

„საკრებულოს თავმჯდომარეს არც შესვენება გამოუცხადებია და არც სხდომის დახურვის მოტივი, ისე გავიდა დარბაზიდან, რაც მნიშვნელოვანი დარღვევაა. ჩვენ გვითხრეს, რომ აუცილებლად მოგვეცემოდა შეკითხვის დასმის შესაძლებლობა, თუმცა, ასე არ მოხდა“, - აღნიშნა საია-ს ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელმა ჯემალ ჭკადუამ.

პროცედურულ და სამართლებრივ დარღვევბებზე საუბრობენ არასამთავრობო ორგანიზაცია „საუნჯეს“ წევრებიც.

„რეგლამენტს არღვევდნენ საკრებულოს წევრებიც და თავად თავმჯდომარეც. რეგისტრაციაგავლილ არასამთავრობოების წარმომადგენლებს და მოქალაქეებს ჰქონდათ საკუთარი მოსაზრებები და კითხვები, რომელთა დაფიქსირების საშუალება არ მიეცათ“, - თქვა ეგნატე შამუგიამ.

„აქ კიდევ ერთხელ დაფიქსირდა, რომ ეს არის მთავრობის მიერ მიცემული დირექტივა, რომელსაც თავად დეპუტატები არ ემხრობიან, თუმცა ისინი იძულებულები არიან, რომ ეს გადაწყვეტილება მიიღონ“, -განმარტა „საუნჯეს“ თავმდჯომარემ იაგო ფასანძემ.

ცენტრალური ხელისუფლების მიერ გაცემულ „პოლიტიკურ დირექტივებზე“ გაამახვილა ყურადღება „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელმა არჩილ თოდუამაც. ის არასამთავრობო ორგანიზაციების ერთადერთი წარმომადგენელია, რომელსაც სხდომაზე სიტყვით გამოსვლის საშუალება მიეცა. მან საკრებულოს წევრებს მოუწოდა, აღნიშნული საკითხისთვის მხარი არ დაეჭირათ.

„ძალიან ცუდია, რომ საკრებულოს ჩატარების ზუსტი თარიღი ჩატარებამდე ორი საათით ადრე გახდა ცნობილი, რის გამოც მოქალაქეთა უმრავლესობას არ მიეცა საშუალება სხდომას დასწრებოდა, ამასთან, ხმაურისა და დაპირისპირების გამო ვერც მათ დააფიქსირეს საკუთარი პოზიცია, ვინც იქ იყო“, - თქვა თოდუამ.

მუნიციპალიტეტების გაერთიანების საკითხს მხარი არ დაუჭირეს ფრაქცია „ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა.

„მე თითოულ საკრებულოს წევრს, რომელმაც დღეს მხარი დაუჭირა ზუგდიდისთვის თვითმმართველი ქალაქის ჩამორთევის საკითხს, ისინი არიან ბიძინა ივანიშვილის მონები და ამის პასუხს ზუგდიდელები აუცილებლად გასცემენ. სამართლებრივადაც შეუძლებელია, რომ მოწინააღმდეგეების დაფიქსირების გარეშე ჩაითვალოს, რომ ეს საკითხი კენჭისყრაზე დადგა“, - თქვა ანი წითლიძემ.

სამარცხვინო უწოდა საკრებულოს დღევანდელ სხდომასა და გადაწყვეტილებას „ევროპული საქართველოს“ წევრმა ბათლომე შელიამ და აღნიშნა, რომ საკრებულომ ქალაქის ღირსება ვერ დაიცვა.

„საკრებულოს წევრებმა, სამი ადამიანის გარდა, ფეხვეშ გათელეს ქალაქისა და საკუთარი პოლიტიკური პარტიების ინტერესები. ცენტრმა დაავალა მათ ამ გადაწყვეტილების მიღება და მათაც მორჩილად მისცეს ხმა“, - დასძინა შელიამ.

აღნიშნულ მოსაზრებებს არ ეთანხმება ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი თაზო ფაცაცია. მისი თქმით, მოქალაქეებს ჰქონდათ შესაძლებლობა საკუთარი აზრი დაეფიქსირებინათ, თუმცა ეს მათ შორის დაპირისპირებაში გადაიზარდა, რის შემდეგაც საკრებულოს თავმდჯომარე იძულებული გახდა საკითხი კენჭისყრაზე დაეყენებინა.

„ისეთი ხმაური იყო, პირველი კენჭისყრის შესახებ ხალხმა ვერ გაიგო, ამიტომაც რეგლამენტით გათვალისწინებული შესვენება გამოვიყენეთ და ამის შემდეგ ხელახლა დავაყენეთ აღნიშნული საკითხი. ჩვენი ოქმი იქნება საჯარო, რომელშიც იქნება აღნიშნული, რომ ზუგდიდს თვითმმართველი ქალაქის სტატუსი შეუნარჩუნდეს“, - განაცადა ჟურნალისტებთან ფაცაციამ.

საკრებულოს თავმჯდომარემ ნატალია შეროზიამ კომენატრი არ გააკეთა.

ქალაქ ზუგდიდის საკურებულომ 12 ხმით 3-ის წინააღმდეგ მუნიციპალიტეტების გაერთიანების საკითხს მხარი დაუჭირა. დღევანდელ სხდომას საკრებულოს თხუთმეტივე წევრი, აქტიური მოქალაქეები, არასამთავრობო ორგანიზაციის და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სხდომაზე ასევე ომყოფებოდნენ ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები''. სხდომა ხმაურით დაიწყო და მის დასრულებამდე სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა. რის გამოც საკრებულოს თავმჯდომარე ნატალია შეროზიამ ის დატოვა. შესვენების გამოცხადების მიზეზი საკრებულოს თავმჯდომარის მიერ მოქალაქისთვის სიტყვის მიცემა გახდა, რაც სხვა დამსწრეებმა გააპროტესტეს.

ამავე თემაზე:

ზუგდიდის საკრებულომ თემისა და ქალაქის გაერთიანების საკითხი ხმაურის ფონზე დაამტკიცა (ვიდეო)

ზუგდიდის საკრებულოში თემისა და ქალაქის გაერთიანების საკითხის განხილვა დროებით ჩაიშალა

ზუგდიდის საკრებულოში თემისა და ქალაქის გაერთიანების საკითხის განხილვა დაიწყო
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
2022 წელს ზუგდიდში დაფუძნდა ,,ზუგდიდის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი", რომლის ძირითად მიზანს წარმოადგენს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის, მამუკა წოწერიას სტიპენდია 104 წარჩინებულ სტუდენტს დაენიშნა.
ზუგდიდში, მდინარე ჩხოუშზე ახალი საავტომობილო ხიდი აშენდება, რომელიც წაღვერისა და ჯავახიშვილის ქუჩებს ერთმანეთს დააკავშირებს.
დღის სიახლეები
02 / ნოემბერი 2024
სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 1976 წელს დაბადებული კ.დ. დააკავეს.
02 / ნოემბერი 2024
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი, გია ხარჩილავა 54 წლის ასაკში გარდაიცვალა.
01 / ნოემბერი 2024
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ მძიმე სოციალური და ეკონომიკური პირობების მქონე ოჯახებისთვის შაქრისა და მაკარონის შესასყიდად ტენდერი გამოაცხადა. შესყიდვის ღირებულება 16 150 ლარია.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
31 / ოქტომბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
არქივი
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ამინდი
ზუგდიდი 18 °C
img
სოხუმი 17 °C
img
ფოთი 20 °C
img
მესტია 12 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.