რეგიონი
მოქალაქე:საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა ხელი გამარტყა
ზუგდიდელი რევაზ ჯინჯოლავა ზუგდიდის საპატრული პოლიციის თანამშრომელს ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს. ის საგზაო მოძრაობის დარღვევისთვის ცენტრალური ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე გააჩერეს და განუმარტეს, რომ 26 მაისის აღსანიშნავ ღონისძიებებთან დაკავშირებით გადაკეტილ საავტომობილო გზაზე მანქანით გაიარა. მოქალაქესა და პატრულის ეკიპაჟის წევრებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მას შემდეგ დაწყო, რაც, ჯინჯოლავას ცნობით, მან პოლიციებს თხოვა, თუკი ჯარიმის გამოწერას აპირებდნენ, ეს სწრაფად გაეკეთებინათ, რადგან სახლში წამლის დასალევად ეჩქარებოდა.

„ამ დროს ხელბორკილები დამადეს და წამიყვანეს. სამმართველოს ეზოში რომ შემიყვანეს, ვკითხე, რატომ დამიჭირეთ, რა დავაშავე-მეთქი. ამ დროს ერთ-ერთმა პოლიციელმა სახეში ხელი გამარტყა. იქვე იყო უფროსიც, რომელსაც ვუთხარი, რატომ გამარტყეს ხელი-მეთქი. მან კი თქვა, რომ მე ვიტყუებოდი და კამერაში უნდა ჩავესვით“, - აღნიშნა ჟურნალისტებთან ჯინჯოლავამ.



მისივე თქმით, ამ დროს შეუძლოდ გახდა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახება გახდა საჭირო, რის შემდეგაც საავადმყოფოში გადაიყვანეს. ჯინჯოლავას ინფორმაციით, ამ ფაქტს თვითმხილველებიც ჰყავს, თუმცა, სასამართლოზე დღეს ისინი არ წარმოდგენილან. გარდა ამისა, სასამართლომ, მოთხოვნის მიუხედავად, კამერების ვიდეო-ჩანაწერები ვერ მოიპოვა, რადგან, სამართალდამცავების ინფორმაციით, ისინი გათიშული იყო.

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ რევაზ ჯინჯოლავა ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის 500 ლარით დააჯარიმა. მას, ჯერჯერობით, ადვოკატი არ ჰყავს, თუმცა მის აყვანას გეგმავს. ჯინჯოლავას თქმით, მან პოლიციის მხრიდან ფიზიკური შეურაცხყოფის საქმეზე გენერალურ ინსპექციას უკვე მიმართა.

შს სამინისტროში რადიო „ათინათს“ განუცხადეს, რომ ჯინჯოლავას წინააღმდეგ საქმე 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა)და 173-ე მუხლით (პოლიციელისკანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) აღიძრა.
„მან გადაკეტილ გზაზე მოითხოვა მანქანით გავლა, რისი უფლებაც, სამართალდამცავებმა, ცხადია, არ მისცეს. მოქალაქე კი პოლიციის მითითებას არ დაემორჩილა. რაც შეეხება დამატებით ინფორმაციას, მას შეუძლია გენ-ინსპექციას მიმართოს“, - განმარტეს შსს-ში.

რევაზ ჯინჯოლავა აცხადებს, რომ მან აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით სახალხო დამცველის აპარატს უკვე მიმართა.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ბიოლოგიური პროდუქტების მწარმოებელმა კომპანია Atens-მა ჩვენი მოწვევით დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ფერმერებისთვის 3 ტრენინგი გამართა.
პატარა ბინის მფლობელებისთვის ზაფხულის პერიოდი განსაკუთრებულ გამოწვევებთან არის დაკავშირებული.
სლოვაკეთი ხშირად ევროპის ნაკლებად ცნობილი, თუმცა მეტად შთამბეჭდავი ქვეყანაა. 2026 წელს ის ქართველი მოგზაურებისთვის სულ უფრო პოპულარული ხდება.
სტატია
დღის სიახლეები
02 / ივლისი 2026
დღევანდელ გადაცემაში ისტორიული საბედიანოს, ოდიშისა და აფხაზეთის ჰიდრონიმიაზე - მდინარეთა სახელწოდებების ისტორიაზე ვისაუბრებთ.
26 / ივნისი 2026
ბიოლოგიური პროდუქტების მწარმოებელმა კომპანია Atens-მა ჩვენი მოწვევით დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ფერმერებისთვის 3 ტრენინგი გამართა.
26 / ივნისი 2026
დღევანდელი რადიოგადაცემის თემაა ისტორიული საბედიანოს გეოგრაფიული სახელწოდებების ცვლილებების საკითხი.
ოდაბადეშ კინოხონი
02 / ივლისი 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივლისი 2026 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.