ბაზართან შეკრებილ გარემოვაჭრეებს ანი წითლიძე შეხვდა (ვიდეო)
23:12 / 31.05.2017
ზუგდიდის ცენტრალური ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილ
გარემოვაჭრეებს ენმ-ის ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარე ანი წითლიძე
შეხვდა.
მისი თქმით, აუცილებელია, რომ გარევაჭრობის პრობლემა ქალაქში
მოგვარდეს, თუმცა, გადაწყვეტილება ადგილობრივ ხელისუფლებას მხოლოდ
მათთან განხილვის შემდეგ უნდა მიეღო.
„თავიდან მოლაპარაკება გაიმართა, კონსესუსი მიღწეული იყო, მაგრამ
შემდეგ ერთ დღეში შეცვალეს გადაწყვეტილება, რომელსაც ჩვენ არ
დავუჭირეთ მხარი. არ შეიძლება ხელისუფლება ასე დარბევის გზით
ელაპარაკებოდეს ამ ხალხს. ჩემი, როგორც საკრებულოს წევრის ვალია, რომ
ვიდგე ნებისმიერი მოქალაქის გვერდით, რომელიც საკუთარ უფლებებს იცავს.
რაც შეეხება ალტერნატიულ ფართს, რომელსაც მათ სთავაზობენ, საკმარისი
არ არის“, - აღნიშნა წითლიძემ.
ცნობისთვის, გარემოვაჭრეების ინფორმაციით, პირველ ივნისს ქალაქის
მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ მიცემული გაფრთხილების ვადა
იწურება. ისინი დღეს ღამის გათევას აპირებენ, რადგან შიშობენ, რომ რომ
მათ სავაჭრო დახლებსა და კონსტრუქციებს დაშლიან. მოთხოვნების
დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში კი აქციებს აანონსებენ.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
აფხაზური ოპოზიცია ეხმიანება რუსეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილის დიმიტრი ვოლვაჩის კომენტარს, რომლის თანახმადაც, „რუსეთ-აფხაზეთის საინვესტიციო შეთანხმებამ უნდა დაიცვას ინვესტორების უფლებები და კაპიტალი“.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები