ფესტივალ ,,ანაკლიობაში” ცნობილი ბრენდები მიიღებენ მონაწილეობას (ვიდეო)
10:23 / 01.06.2017
ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს
(USAID) პროექტ Zrda-სა და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის
ადმინისტრაციას შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, წელს
პირველად ფესტივალი „ანაკლიობა“ გაიმართება.
ფოტო: გუბერბატორის
პრესსამსახური
გუბერნატორის პრესსამსახურის ცნობით, ის GEM FEST-ის დაწყებამდე 2
დღით ადრე 12 ივლისს დაიწყება და 16 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება.
„ანაკლიობაზე“ საქართველოში მოქმედი წარმატებული ბრენდები და
ადგილობრივი პროდუქციის მწარმოებლები საკუთარ პროდუქციას გაყიდიან.
გარდა ამისა, ბიზნეს ფესტივალში მონაწილე კომპანიებს სპეციალურ
პავილიონებში დარჩენა და საკუთარი ბიზნეს აქტივობების განხორციელება
GEM FEST-ის მიმდინარეობის პერიოდში უფასოდ შეეძლებათ. ფესტივალის
ფარგლებში, სხვადასხვა კულტურული, სპორტული და გასართობი ღონისძიებაა
დაგეგმილი.
ანაკლიობის საკითხზე შეხვედრა სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო
ადმინისტრაციაში გაიმართა და მას გუბერნატორის მოადგილე დავით კოდუა,
USAID პროექტი Zrda-ს და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები
ესწრებოდნენ.
ზუგდიდში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სამოსისა და ფეხსაცმლის მაღაზია „Sense“ გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხსა და ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს.
ზუგდიდში ბავშვებისთვის განსაკუთრებული სივრცე „Happy Peppi” გაიხსნა. ახალ გასართობ ცენტრში პატარებს ზღაპრული სამყაროს გმირები, ფერადი ატრაქციონები და მრავალფეროვანი აქტივობები ელოდებათ.
დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ ძველი სამეგრელოს ერთ-ერთ გამორჩეულ მითოლოგიურ პერსონაჟზე - გუნიაზე, რომელიც ხალხური რწმენით ახალშობილთა მფარველ სულად მიიჩნეოდა.
დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ აშუბების საგვარეულო სალოცავზე - აბაანიხაზე, რომელიც თანამედროვე აფხაზეთში ერთ-ერთ მნიშვნელოვან რელიგიურ-კულტურულ ძეგლად მიიჩნევა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები