პოლიტიკა
გუბერნატორი მერებსა და გამგებლებს: გამოდით კაბინეტებიდან
სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიამ რეგიონის მერებსა და გამგებლებს ხალხთან შეხვედრისკენ მოუწოდა.

„უფრო მეტად დაინტერესდით ხალხის მდგომარეობით, გამოდით კაბინეტებიდან, შეხვდით მათ“, - უთხრა შონიამ საკონსულტაციო საბჭოს შეხვედრაზე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს.

გარდა ამისა, გუბერნატორმა ყურადღება რეგიონში არსებულ დასუფთავების პრობლემაზეც გაამახვილა და შესაბამის უწყებებს უფრო აქტიური მუშაობისკენ მოუწოდა.



„ამ ეტაპზე დასუფთავების პრობლემა სამეგრელოში ყველაზე მწვავედ დგას. მე მესმის, რომ შესაბამისი ტექნიკა არ გვყავს, მაგრამ მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ გამოსწორებას. ცალკე შევხვდები სამართალდამაცავი უწყების წარმომადგენლებს, რომ აქტიურად ჩაერთონ მის გადაჭრაში. განსაკუთრებულად თვალშისაცემია მძღოლების მიერ ქუჩების დაბინძურების ფაქტები“, - აღნიშნა გუბერნატორმა.

სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს სხდომას დღეს რეგიონის მერები, გამგებლები, საკრებულოების თავმჯდომარეები და მათი მოადგილეები დაესწრნენ.


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
28-29 ნოემბერს თბილისში, გამოფენების ცენტრ "ექსპოჯორჯია"-ში სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამამუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების 23-ე საერთაშორისო გამოფენა – Agro/Food/Drink/Tech/Expo 2025 გაიმართება.
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;

6000 წელზე მეტია, რაც ცხენი და ადამიანი თანაგუნდელები არიან.
სტატია
დღის სიახლეები
27 / ნოემბერი 2025
დღევანდელ გადაცემაში საუბარია ძველ სამეგრელოში გავრცელებულ ერთ-ერთ ყველაზე იდუმალ ტრადიციაზე ,,შურუბუმობაზე", დუმილის აღთქმაზე, რომელიც ოჯახს ბოროტისგან დამცავ ძალას ანიჭებდა.
27 / ნოემბერი 2025
28-29 ნოემბერს თბილისში, გამოფენების ცენტრ "ექსპოჯორჯია"-ში სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამამუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების 23-ე საერთაშორისო გამოფენა – Agro/Food/Drink/Tech/Expo 2025 გაიმართება.
20 / ნოემბერი 2025
დღევანდელ გადაცემაში საუბარია სამეგრელოს არქაული სამეურნეო ნაგებობებისა და მათ უკან მდგომი კულტურის ამბებზე.
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« დეკემბერი 2025 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31 1234
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.